ვალენტინა გუნინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალენტინა გუნინა

ვალენტინა გუნინა 2015 წელი
ქვეყანა (სპორტი) რუსეთის დროშა რუსეთი
ეროვნება რუსი
დაბადების თარიღი 4 თებერვალი, 1989 (1989-02-04) (35 წლის)
დაბადების ადგილი მურმანსკი,რუსეთი
წოდება დიდოსტატი (2013)
ფიდე რეიტინგი 2474 (თებერვალი 2021) [1]
მაქსიმალური რეიტინგი 2548 (ივნისი 2015)
ჯილდოები და პრემიები Medal of the Order "For Merit to the Fatherland", 1st class, Honored Master of Sports of Russia და დიდოსტატი

ვალენტინა გუნინა (რუს. Валентина Евгеньевна Гунина) დ. 4 თებერვალი, 1989, მურმანსკი[2] ,რუსეთი). რუსი მოჭადრაკე ვალენტინა გუნინა ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ბლიცში 2012 წელს გახდა. 2013 წელს კი დიდოსტატის წოდება მიენიჭა და რუსეთის სპორტის დამსახურებული ოსტატი გახდა. ქალთა შორის სამჯერ მოიგო რუსეთისა (2011, 2013, 2014) და ევროპის ჩემპიონატი(2012[3], 2014, 2018). 2012-ში მანდილოსნებში ბლიცში ევროპის ჩემპიონატზე იპირველა, ხოლო 2017-ში ბლიცში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო აიღო. რუსეთის ქალთა ნაკრებთან ერთად სამჯერ მოიგო ოლიმპიადა (2010, 2012 და 2014 წლებში), ხუთჯერ ევროპის გუნდური ჩემპიონატი(2009, 2011, 2015, 2017, 2019) და ერთხელ მსოფლიოს გუნდური 2017.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალენტინა გუნინა 1989 წლის 4 თებერვალს მურმანსკში დაიბადა და დედასთან ერთად გოლიცნოში (მოსკოვის ოლქი) გადავიდა. 1999 წელს რუსეთის 10 წლამდელ გოგონათა ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო, ხოლო 2000-ში ევროპაზე 12 წლამდელებში იჩემპიონა. 2003-ში რუსეთის ჩემპიონობა 14 წლამდელ გოგონებში გაიფომა, 2004-ში კი 16 წლამდელ გოგონებში ევროპაზე იყო საუკთესო. რუსული ოქრო არც 2005-ში დაუთმო ვინმეს, ამჯერად 16 წლამდელებში. 2006-ში ევროპის 18 წლამდელ გოგონებში იჩემპიონა, რუსეთის 20 წლამდელებში კი ბრინჯაო მოიგო, 2006-ში კი ვერცხლი. სამაგიეროდ ორი ოქრო აიღო 18 წლამდელ მანდილოსნებში, ჯერ დაგომისში რუსეთის ჩემპიონობა გაიფორმა, ხოლო შემდეგ ანტალიაში მსოფლიო. 2009-ში რუსეთის ქალთა უმაღლესი ლიგა მოიგო, თუმც სუპერფინალში მე-3 ადგილს დასჯერდა. სამაგიეროდ იმ წელს რუსეთის 20-წლამდელ გოგონებში იპირველა. 2010 წელს ნაკრების შემადგენლობაში ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადაზე იასპარეზა და ოქრო მოიგო. ასევე ითამაშა ამხანაგურ მატჩში ჩინეთსა და რუსეთს შორის, სადაც მან 5 პარტიიდან 3 მოიგო და ერთში დამარცხდა. 2011-ის აგვისტოში რუსეთის ჩემპიონი გახდა ქალებში, ხოლო 30 ნოემბერს „რუსეთის დიდოსტატის“ სპორტული წოდება მიენიჭა.
2012 წელი ბარაქიანი გამოდგა გუნინასათვის. ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში გახდა მსოფლიოს [4] და ევროპის ჩემპიონი [5], შემდეგ ევროპის ჩემპიონი ქალთა შორის კლასიკურ ჭადრაკში და ოლიმპიური ჩემპიონი ნაკრებში. იასპარეზა მსოფლიოს ჩემპიონატზე, საიდანაც მეორე ეტაპიდან გამოვარდა. 2013-ში რუსეთის ქალთა ჩემპიონატი მოიგო. [6] 2014-ში მესამედ გახდა რუსეთის ჩემპიონი, მეორედ ევროპის ჩემპიონი, ნაკრებთან ერთად მოიგო ოლიმპიადა, ბოლოს კი სანქტ-პეტერბურგში რუსეთის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში.
2015-ის იანვარში ვეიკ-ან-ზეში Tata Steel Challengers-ის (მეორე ლიგა) იასპარეზა და 14 მონაწილეს შორის მე-9 ადგილზე გავიდა[7]. ქალთა მსოფლიოზეც მოსინჯა ძალები და მესამე ეტაპამდე მივიდა. სექტემბერში მოსკოვის ქალთა ბლიცში ჩემპიონი გახდა. ზედიზედ ვერცხლის მედლებს დაეუფლა ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბლიცში 2016 და 2017-ში. 2017 წელს ერ-რიადში ბლიცის მსოფლიოს ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა. მომდევნო წელს კი ევროპის ჩემპიონატზე ოქრო აიღო და გახდა პირველი ქალი, ვინც ეს ჯილდო სამჯერ მოიგო. 2019 წლის თებერვალში სენტ-ლუისში ქალებში უძლიერესი Cairns Cup მოიგო. 9 პარტიიდან გუნინამ 7 ქულა მოაგროვა. მაისის ბოლოს Chess.com-ის მიერ ორგანიზებულ ქალთა სწრაფი ჭადრაკის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ონლაინ მიმდინარეობდა. გუნინამ ჯერ მეოთხედფინალში აშშ-ელი ირინა კრუში 24:5 დაამარცხა, შემდეგ ნახევარფინალში ალექსანდრა კოსტენიუკი 16,5:14,5 და ფინალში სომეხ ელინა დანიელიანთან დამარცხდა 13:15.

ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლიმპიადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის ხანტი მანსიისკში ქალთა ოლიმპიადაზე იასპარეზა და სათადარიგო დაფაზე გუნდური ოქრო მოიგო. 2012-ში სტამბულში მეორე დაფაზე მოიგო გუნდური ოქრო. კვლავ მეორე დაფაზე აიღო ოქრო 2014 წელს ტრომსოში, თუმც აქ საკუთარ დაფაზეც საუკეთესო იყო და ინდივიდუალური ოქროც მოიპოვა. 2016 წელს ბაქოში მეორე დაფაზე კვლავ საუკეთესო იყო და მცირე ოქროც მოიპოვა, ნაკრები კი მეოთხე ადგილზე გავიდა. მესამე დაფაზე იყო 2018 წელს ბათუმში, თუმც მედლების გარეშე დარჩა.

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათადარიგო დაფაზე იჯდა 2009 წელს ნინგოში, სადაც ნაკრებს ვერცხლი მოაგებინა, ხოლო თვითონ კარგი თამაშისთვის მცირე ოქრო აიღო. კვლავ სათადარიგო და ვერცხლი მიიღო 2011 წელს მადრიდში. პირველ დაფაზე გადავიდა 2013 წელს ასტანაში და ნაკრებს ბრინჯაო მოაგებინა. 2015 წელს ჩენგოში პირველ დაფაზე მოთამაშემ ვერცხლი მოაგებინა რუსეთს, ხოლო 2017-ში ხანტი-მანსიისკში მესამე დაფაზე გადავიდა და ნაკრებიც გააჩემპიონა. გუნინამ 8 პარტიიდან 6 ქულა დააგროვა და მესამე დაფაზეც საუკეთესო იყო, რის გამოც მცირე ოქრო მიიღო. 2019 წელს ასტანაში მესამე დაფაზე გამოვიდა და ვერცხლი აიღო.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუთჯერ მოიგო ევროპის გუნდური ჩემპიონატი. 2009 წელს ნოვო სადში სათადარიგო დაფაზე იასპარეზა. 2011-ში პორტო კარასში მესამე დაფაზე მოაგებინა რუსეთს ოქრო. პირველ დაფაზე გადავიდა 2013 წელს ვარშავაში და ვერცხლი აიღო. ზედიზედ სამჯერ იჩემპიონა 2015 წელს რეიკიავიკში, 2017-ში კრეტაზე და 2019 წელს ბათუმში. ისლანდიაში მესამე დაფაზე იჯდა, საბერძნეთში მესამეზე, ხოლო საქართველოში სათადარიგო იყო.

მსოფლიოს ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანტი-მანსიიკში პირველად იასპარეზა ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 64 მონაწილეს შორის ნოკაუტ-სისტემით გაიმართა. იგი მე-9 ნომრად იყო წარდგენილი და პირველ წრეში გუ ქსიაობინს მოუგო 2:0, თუმც მეორეში თანამემულე ალისა გალიამოვასთან დამარცხდა 0,5:1,5

2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოჭში მე-6 ნომრად იყო განთესილი და ორი ეტაპი გადალახა. პირველში აშშ-ელი კამილა ბაგისკაიტე დაამარცხა 2:0, შემდეგ რუსი ოლგა გირია 2:0, თუმც მესამეში შვედ პია კრამლინგთან დამარცხდა 0,5:1,5.

2017[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისევ მე-6 ნომერი იყო თეირანში და მხოლოდ ერთი ეტაპი გადალახა. პირველ შეხვედრაში აშშ-ელი ვიკტორია ნი გამოთიშა ასპარეზობას 2:0, თუმც შემდეგ ჩინელ ნი შიქუნთან უშანსოდ დამარცხდა 0:2.

2018[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანტი-მანსიისკში მე-9 ნომრად იყო განთესილი და მესამე ეტაპამდე მივიდა. პირველ წრეში პერუელი ინგრიდ ალიაგა ფერნანდესი დაამარცხა 1,5:0,5, შემდეგ უკრაინელი ანა უშენინა 1,5:0,5 და უზბეკ გულკუხბეგიმ ტოხირჯინოვასთან დამარცხდა 1:3.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს დაასრულა უნივერსიტეტი. დიპლომის თემა იყო: „ლიდერული თვისებების განვითარება მოზარდებში ჭადრაკის თამაშის საშუალებით". მთავარი მწვრთნელი ალეკსანდრ ვლადიმეროვიჩ კალინინი მუშაობს სპორტსმენ-ინსტრუქტორად „ანატოლი კარპოვის საჭადრაკო სკოლაში“ (ბავშვთა და ახალგზრდულ სპორტულ სკოლაში). ასევე გატაცებული ჩოგბურთით.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • За заслуги перед Отечеством - ორდენი 2014 წლის 25 ოქტომბერში ტრომსოს ოლიმპიადაზე უმაღლესი შედეგის ჩვენებისთვის

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]. February 2021.
  2. [2]. alication.
  3. [3] დაარქივებული 2012-03-15 საიტზე Wayback Machine. . Гунина - чемпионка.
  4. [4]. Valentina Gunina is Women World Blitz Championship.
  5. [5] დაარქივებული 2012-06-29 საიტზე Wayback Machine. . Валентина Гунина стала еще и чемпионкой Европы по блицу.
  6. [6]. Валентина Гунина стала победительницей Суперфинала чемпионата России по шахматам.
  7. [7]. Carlsen wins Wijk masters, Wei Yi wins B.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]