შინაარსზე გადასვლა

ეშმექაია (ხოფის რაიონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ეშმექაია
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი ხოფა
კოორდინატები 41°25′00″ ჩ. გ. 41°25′00″ ა. გ. / 41.41667° ჩ. გ. 41.41667° ა. გ. / 41.41667; 41.41667
მოსახლეობა 363 (2007)[1] ,
365 (2008)[1] ,
372 (2009)[1] ,
363 (2010)[1] ,
388 (2011)[1] ,
382 (2012)[1] ,
315 (2013)[1] ,
326 (2014)[1] ,
307 (2015)[1] ,
282 (2016)[1] ,
276 (2017)[1] ,
289 (2018)[1] ,
204 (2019)[1] ,
224 (2020)[1] ,
229 (2021)[1] ,
243 (2022)[1] ,
318 (2023)[1] ,
289 (2024)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3[2] და თურქეთის დრო[3]
საფოსტო ინდექსი 08600
ეშმექაია (ხოფის რაიონი) — თურქეთი
ეშმექაია (ხოფის რაიონი)

ეშმექაია (თურქ. Eşmekaya) — სოფელი ხოფის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი.[4] სოფლის მოსახლეობა 2021 წლის მონაცემებით 229 ადამიანია.[5]

სოფელი ეშმექაიას ძველი სახელწოდებაა არდალა.[6][7] სახელწოდება თურქულში შევიდა იმავე ფორმით. მართლაც, 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წლიურ დოკუმენტსა და 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაშიც მოხსენიებულია როგორც არდალა (آردالە).[8][9]

სოფელი არალა მდებარეობდა ლაზეთის რეგიონში, რომელიც ანტიკურ პერიოდში კოლხეთის სამეფოს ნაწილი იყო. ოსმალებმა, ტრაპიზონის იმპერიის განადგურების შემდეგ 1461 წელს, 1547 წელს ეს რეგიონიც სრულად დაიპყრეს.[10] 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის სიის მიხედვით, არდალა ტრაპიზონის პროვინციაში შემავალი ლაზისტანის სანჯაყის ხოფას ოლქს ეკუთვნოდა. მოსახლეობა შედგებოდა 29 ოჯახში მცხოვრები 163 ადამიანისგან. სოფელში დასაბეგრი პირუტყვის რაოდენობად აღრიცხულია 300 თხა/ცხვარი, 3 ცხენი და 8 ძროხა.[11]

სოფელი არდალა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, საომარი რეპარაციების ნაწილის სახით, ოსმალეთის სახელმწიფომ რუსეთს გადასცა. რუსული მმართველობის პერიოდში, 1917 წელს ლაზისტანის რეგიონში ჩატარებული კვლევითი ექსპედიციის ჩანაწერებში, ქართველმა ენათმეცნიერმა იოსებ ყიფშიძემ სოფლის სახელი რუსულად ჩაწერა როგორც არდალა (Ардала) და აღნიშნა, რომ სოფელში 54 ოჯახში 271 ადამიანი ცხოვრობდა. ყიფშიძის ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ეს მოსახლეობა ჰემშინებისგან შედგებოდა.[12] 1921 წელს სოფელი თურქეთის საზღვრებში მოექცა.

სოფელი არდალა, 1928 წლის ოსმალური სოფლების სიის მიხედვით, რიზეს პროვინციის ჰოპას ოლქის ცენტრალურ ნაჰიეს ეკუთვნოდა.[9] 1935 წლის საყოველთაო აღწერის დროს, რიზეს და ართვინის პროვინციების გაერთიანებით შექმნილ ჩორუჰის პროვინციას იგივე ადმინისტრაციული სტატუსი ჰქონდა და მოსახლეობა 452 ადამიანისგან შედგებოდა. [13]ვინაიდან არდალა არ არის თურქული სიტყვა, სოფლის სახელი 1959 წელს შეიცვალა და ეწოდა „ეშმექაია“.[14] 1965 წლის საყოველთაო აღწერის დროს სოფელ ეშმექაიაში 881 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 305 ადამიანმა იცოდა წერა-კითხვა. [15] ამ სოფლის ერთ-ერთი უბანი, ჩიმენლი, 1971 წელს ცალკე სოფლად გამოიყო.[6]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 Adrese Dayalı Nüfus Kayıt Sistemi, Address Based Population Registration SystemTÜİK.
  2. https://web.archive.org/web/20240224154238/https://www.resmigazete.gov.tr/eskiler/2016/09/20160908-2.pdf
  3. https://support.microsoft.com/tr-tr/topic/t%C3%BCrkiye-de-dst-uygulamas%C4%B1-sona-ermi%C5%9Ftir-56f14484-a323-543c-5e36-f701723f5b22
  4. Köy დაარქივებული 2015-07-06 საიტზე Wayback Machine. , Turkey Civil Administration Departments Inventory. Retrieved 30 January 2023.
  5. Address-based population registration system (ADNKS) results dated 31 December 2021 tr (XLS). TÜİK. ციტირების თარიღი: 30 January 2023
  6. 6.0 6.1 Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2013, s. 58, ISBN 9786055708856.
  7. İuri Siharulidze, Çaneti / Lazeti (ჭანეთი / ლაზეთი), Batum, 1977, I. cilt, s. 67.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 Ekim 2020.
  8. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 364, ISBN 9789157871117.
  9. 9.0 9.1 Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 621.
  10. ,,კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა", (Hazırlayanlar) Rusudan Amirecibi-Mullen (editör), Nana Danelia, İnga Gundua, Tiflis, 2006, s. 22. ISBN 99940-61-43-7
  11. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 365, ISBN 9789157871117.
  12. İoseb Kipşidze, "Çaneti'de Yolculuk" (ჭანეთში მოგზაურება), მოამბე / Bulletin, I. Cilt, Tiflis 1937, s. 166.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 Mayıs 2024. ციტირების თარიღი: 26 Haziran 2024.
  13. 1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 23.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 Ocak 2020. ციტირების თარიღი: 27 Nisan 2021.
  14. Köylerimiz, (Yayımlayan) İçişleri Bakanlığı, Ankara, 1968, s. 605.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 27 Nisan 2021.
  15. 1965 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1968, s. 88.