ბაშობა (ხოფის რაიონი)
ბაშობა (თურქ. Başoba) — სოფელი ხოფის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი.[3] სოფლის მოსახლეობა 2021 წლის მონაცემებით 482 ადამიანია.[4]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი ბაშობის ძველი სახელწოდება იყო ჰიგობა.[5] ეს ადგილის სახელი თურქულში შევიდა იმავე ფორმით. მართლაც, 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულში და 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში ის მოიხსენიება როგორც ჰიგობა (خكوبا).[6][7]
სოფელი ჰიგობა, რომელიც მდებარეობს ლაზეთის რეგიონში, ანტიკურ ეპოქაში კოლხეთის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. ოსმალებმა, ტრაპიზონის იმპერიის განადგურების შემდეგ 1461 წელს, 1547 წელს მთლიანად დაიპყრეს ეს რეგიონიც.[8] 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულის მიხედვით, სოფელი ეკუთვნოდა ტრაპიზონის პროვინციის ლაზისტანის სანჯაყის ჰოპას რაიონ. მისი მოსახლეობა შედგებოდა 58 ოჯახში მცხოვრები 206 ადამიანისგან. თუმცა, შესაძლებელია ეს რიცხვი მოიცავდეს მხოლოდ მამაკაცებს. სოფელში, გადასახადით დაბეგრილი პირუტყვის რაოდენობაში აღრიცხულია 300 თხა/ცხვარი, 8 ცხენი და 30 ძროხა.[9]
სოფელი ჰიგობა 1877-1878 წლების ოსმალეთ-რუსეთის ომში დამარცხებული ოსმალეთის იმპერიის მიერ გადაეცა რუსეთს, როგორც საომარი რეპარაციების ნაწილი. რუსული მმართველობის დროს, 1917 წელს, ქართველმა ენათმეცნიერმა იოსებ ყიფშიძემ, რომელმაც კვლევითი ექსპედიცია მოაწყო ლაზისტანში, სოფლის სახელი რუსულად ჩაწერა როგორც „ჰიგობა“ (Хигоба) და აღნიშნა, რომ სოფელში 72 ოჯახში 379 ადამიანი ცხოვრობდა. ყიფშიძის მონაცემებით, სოფლის მოსახლეობა შედგებოდა ჰემშინებისგან.[5]
ჰიგობა, 1928 წლის ოსმალური სოფლების სიის მიხედვით, იყო რიზეს პროვინციის ჰოპას რაიონის ცენტრალური ნაჰიეს სოფელი.[7] მოგვიანებით სოფელი შედიოდა ჩორუჰის პროვინციაში, რომელმაც ჩაანაცვლა არტვინის პროვინცია. 1935 წლის საყოველთაო აღწერაში სოფელი ჩაწერილია როგორც „ჰიკობა“, ამ ადმინისტრაციული სტატუსით, და მისი მოსახლეობა შედგებოდა 412 ადამიანისგან.[10] ჰიგობა/ჰიკობას სახელი, რადგან ის იყო „უცხოური წარმოშობის“, სოფლის სახელი 1959 წელს შეიცვალა და ეწოდა ბაშობა.[11]
სოფლის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობაა ბაშობის ხიდი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://data.tuik.gov.tr/Bulten/Index?p=Adrese-Dayali-Nufus-Kayit-Sistemi-Sonuclari-2021-45500
- ↑ https://www.e-icisleri.gov.tr/Anasayfa/MulkiIdariBolumleri.aspx
- ↑ Köy დაარქივებული 2015-07-06 საიტზე Wayback Machine. , Turkey Civil Administration Departments Inventory. Retrieved 30 January 2023.
- ↑ Address-based population registration system (ADNKS) results dated 31 December 2021 tr (XLS). TÜİK. ციტირების თარიღი: 30 January 2023
- ↑ 5.0 5.1 İoseb Kipşidze, "Çaneti'de Yolculuk" (ჭანეთში მოგზაურება), მოამბე / Bulletin, I. Cilt, Tiflis 1937, s. 154, 166.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 Mayıs 2024.
- ↑ Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 366, ISBN 9789157871117.
- ↑ 7.0 7.1 Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 621.
- ↑ ,,კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა", (Hazırlayanlar) Rusudan Amirecibi-Mullen (editör), Nana Danelia, İnga Gundua, Tiflis, 2006, s. 22. დაარქივებული 2024-06-19 საიტზე Wayback Machine. ISBN 99940-61-43-7
- ↑ Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 367, ISBN 9789157871117.
- ↑ 1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 173.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 Ocak 2020.
- ↑ Köylerimiz, (Yayımlayan) İçişleri Bakanlığı, Ankara, 1968, s. 595.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 Şubat 2020.
|