მათრახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„მათრახი“ქართული ყოველკვირეული იუმორისტული ჟურნალი, დაარსდა 1908 წელს თბილისში. მე-6 ნომრის გამოსვლის შემდეგ „მათრახი“ დაიხურა. 1912 წლის ივნისში ჟურნალის გამოცემა განახლდა, მაგრამ 3 კვირის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით კვლავ აიკრძალა და მხოლოდ 1913 წლის ივლისში გახდა შესაძლებელი მისი გამოცემა. გამოდიოდა 1916 წლის აპრილამდე. რედაქტორი გამომცემლები — ბ. ბოლქვაძე (1908–1912), თ. ბოლქვაძე (1913–1916). ჟურნალში თანამშრომლობდნენ მწერლები ნ. კალანდაძე, ნ. ზომლეთელი, (ნ. ქურიძე), ვ. მალაქიაშვილი, მ. ლელაშვილი, ნ. ჩხიკვაძე, გ. ქუჩიშვილი, ვ. რუხაძე და სხვები. მხატვრები ოსკარ შმერლინგი, შ. ქიქოძე, ვ. კილაძე და სხვები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]