ეშლი ბაიდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ეშლი ბაიდენი
Ashley Biden in 2016.png
ბაიდენი 2016 წლის თებერვალში
დაბადების სახელი ეშლი ბლაზერ ბაიდენი
დაბადების თარიღი 8 ივნისი, 1981 (1981-06-08) (41 წლის)
ვილმინგტონი, დელავერი, აშშ
ეროვნება ამერიკელები
საქმიანობა სოციალური მუშაკი, დიზაინერი
პარტია დემოკრატიული პარტია (აშშ)
მეუღლე(ები) ჰოვარდ კრეინი (2012)
მშობლები მამა: ჯო ბაიდენი
დედა: ჯილ ბაიდენი

ეშლი ბლეიზერ ბაიდენი (ინგლ. Ashley Blazer Biden; დ. 8 ივნისი, 1981) — ამერიკელი სოციალური მუშაკი, აქტივისტი, ფილანტროპი და მოდის დიზაინერი. მისი მშობლები არიან აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი. მუშაობდა დელავერის იუსტიციის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორად 2014 წლიდან 2019 წლამდე. ცენტრში ადმინისტრაციულ თანამდებობამდე მუშაობდა დელავერის სერვისების დეპარტამენტში ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და მათი ოჯახებისთვის. ბაიდენმა დააარსა მოდის კომპანია Livelihood, რომელიც თანამშრომლობს ონლაინ საცალო ვაჭრობასთან Gilt Groupe-თან.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიდენი ბავშვობაში, 1980-იანი წლები

ეშლი ბლეზერ ბაიდენი დაიბადა 1981 წლის 8 ივნისს ვილმინგტონში, დელავერის შტატში. [1] [2] მისი მამა, ჯო ბაიდენი არის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელიც მანამდე ვიცე-პრეზიდენტი იყო. ეშლი ჯილ და ბაიდენის ერთადერთი შვილია. მამის პირველი ქორწინებიდან ნეილა ჰანტერ ბაიდენთან, მას ჰყავს ორი ნახევარძმა, ჰანტერ ბაიდენი და ბო ბაიდენი, და ასევე ნახევარდა, ნაომი ბაიდენი. [3] [4] არის ედვარდ ფრენსის ბლევიტის შვილიშვილი. [5]მამის მხრიდან არის ინგლისური, ფრანგული და ირლანდიური წარმოშობის, ხოლო დედის მხრიდან ინგლისური, შოტლანდიური და სიცილიური წარმოშობისაა. [6] [7] [8]

ბაიდენი აღიზარდა კათოლიკური სარწმუნოებით და მოინათლა წმინდა ჯოზეფ ბრენდივაინზე გრინვილში, დელავერში. [9] ბავშვობაში მამამისი მსახურობდა შეერთებული შტატების სენატორად, ხოლო დედამისი აღმზრდელად მუშაობდა.

ენდა კენი, ეშლი ბაიდენი, ჯო ბაიდენი და ფიონუალა კენი Farmleigh-ში 2016 წელს.

ბაიდენი დადიოდა Wilmington Friends School-ში, რომელიც კერძო სკოლაა და მართავენ კვაკერები, სკოლა ვილმინგტონში მდებარეობს. [10] [11] ბაიდენმა დაამთავრა Archmere Academy, კერძო კათოლიკური სკოლა, 1999 წელს. [12]არჩმერში ყოფნისას ის ლაკროსისა და ბალახის ჰოკეის გუნდების წევრი იყო. [13] როდესაც ბაიდენი დაწყებით სკოლაში სწავლობდა, მან აღმოაჩინა, რომ კოსმეტიკური კომპანია Bonne Bell-მა თავისი პროდუქტები ცხოველებზე გამოსცადა. მან წერილი კომპანიას მისწერა, სადაც სთხოვდა, რომ ცხოველებთან დაკავშირებით ეს მიდგომა შეეცვალათ და კოსმეტიკა მათზე აღარ გამოეცადათ. [14] მოგვიანებით იგი ჩაერთო დელფინების დაცვაში, შთააგონა მამამისს ემუშავა კონგრესმენ ბარბარა ბოქსერთან, რათა მიეღო 1990 წლის დელფინების დაცვის შესახებ მომხმარებელთა ინფორმაციის აქტი. [15] ბაიდენი შეერთებული შტატების კონგრესის წევრების წინაშე წარსდგა კანონმდებლობის ლობირების მიზნით.

ბაიდენმა ტულანის უნივერსიტეტიდან მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი კულტურულ ანთროპოლოგიაში. [16] კოლეჯის პირველი კურსის განმავლობაში იგი მუშაობდა Girls Incorporated-ში, ბანაკის მრჩეველად. მან ასევე სტაჟირება გაიარა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამაში, რომელიც მუშაობდა ანაკოსტიის ახალგაზრდებთან.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლეჯის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში ბაიდენი მიმტანად მუშაობდა ვილმინგტონში მდებარე პიცის მაღაზიაში, შემდეგ კი სოციალურ საქმიანობას შეუდგა. იგი გადავიდა კენსინგტონში, ფილადელფიაში და დაიწყო მუშაობა, როგორც კლინიკური მხარდაჭერის სპეციალისტი Northwestern Human Services Children's Reach Clinic-ში, ბაიდენი ეხმარებოდა ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებს რესურსებზე წვდომაში და უშუალოდ ფსიქიატრებთან და თერაპევტებთან მუშაობაში. [17]  2010 წელს მან მიიღო მაგისტრის ხარისხი სოციოლოგიაში, პენსილვანიის უნივერსიტეტის სოციალური პოლიტიკისა და პრაქტიკის სკოლიდან. 2015 წელს იგი მუშაობდა რატგერსის უნივერსიტეტის პირველი სპიკერად, რატგერსის სოციალური მუშაკობის სკოლაში. [18] ის იყო ერთ-ერთი თორმეტი კურსდამთავრებულიდან, რომლებმაც მიიღეს ჯონ ჰოუპ ფრანკლინის ჯილდო ამერიკული რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. [19]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიდენი და მამამისი ცეკვავნენ მის ქორწილში ქმართან ჰოვარდ კრეინთან ერთად.

2002 წელს ბაიდენი დააკავეს ჩიკაგოში და ბრალი წაუყენეს პოლიციის ოფიცერისთვის ხელის შეშლაში. [20] ის ტოვებდა კლუბს დივიზიონის ქუჩაზე, როდესაც მეგობარმა, ჯონ კაულენტისმა, გამაგრილებელი სასმელის ქილა ესროლა პოლიციელს. როდესაც კაულენტისი და მისი მეგობარი დონჰონე დააპატიმრეს, ბაიდენმა, სავარაუდოდ, „სიტყვიერად დააშინა“ ოფიცერი და დააკავეს. მოგვიანებით, სამივე გაათავისუფლეს

2010 წელს მან დაიწყო შეხვედრა ჰოვარდ კერინთან, პლასტიკურ ქირურგთან და ოტოლარინგოლოგთან, მას შემდეგ რაც გაიცნო მისი ძმა, ბო. კერინი არის რუტგერსის უნივერსიტეტისა და თომას ჯეფერსონის სამედიცინო კოლეჯის კურსდამთავრებული. [21] ისინი დაქორწინდნენ კათოლიკურ-ებრაულ რელიგიათაშორის ცერემონიაზე 2012 წელს, წმინდა ჯოზეფ ბრენდივაინზე [22] მისი ქმარი, რომელიც ებრაელია, მუშაობს ფილადელფიის თომას ჯეფერსონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში და არის სახის, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ასისტენტ პროფესორი. [23]

ბაიდენი პრაქტიკოსი კათოლიკეა. [24] 2016 წელს, მამამისთან და მეუღლესთან და ძმასთან ერთად პირადი შეხვედრა ჰქონდა რომის პაპთან, ფრანცისკესთან.

2020 წლის აგვისტოში, ბაიდენმა ისაუბრა 2020 წლის დემოკრატიულ ეროვნულ კონვენციაზე, სანამ მისი მამა 2020 წლის დემოკრატიულ საპრეზიდენტო ნომინაციას მიიღებდა. [25] [26] [27] 6 აგვისტოს, ბაიდენმა უმასპინძლა საორგანიზაციო ღონისძიებას Wisconsin Women for Baden-ისთვის, რათა განეხილათ ქალთა დღის წესრიგი. [28]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Timeline of Biden's Life And Career“. Associated Press. August 23, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 25, 2008. ციტირების თარიღი: September 6, 2008.
  2. Phillips, Hedy. (May 14, 2020) Get to Know All of Joe Biden's Kids and Grandkids!.
  3. McBride, Jessica. (August 21, 2020) Ashley Biden, Joe's Daughter: 5 Fast Facts You Need to Know.
  4. Igoe, Katherine J.. (September 28, 2020) Joe Biden's Youngest Daughter, Ashley, Lives the Most Low-Key Life of His Kids.
  5. Gehman, Geoff (May 3, 2012). „Vice President Joe Biden Discusses American Innovation“. Lafayette College. ციტირების თარიღი: April 15, 2020.
  6. Joey From Scranton: VP Biden's Irish Roots (March 20, 2013).
  7. Witcover, Jules. (October 11, 2010) Joe Biden : a life of trial and redemption.
  8. Argetsinger, Amy; Roberts, Roxanne (June 1, 2009). „Obamas' Chow: Politically Palatable“. The Washington Post.
  9. „Biden's daughter marries into the tribe“. Times of Israel. 3 June 2012.
  10. Biden (Spring 2014). Advocating for Justice and Equality: An Interview with Ashley Biden. (Interview). https://cpb-us-w2.wpmucdn.com/sites.udel.edu/dist/4/10696/files/2018/01/advocating-for-justice-and-equality-an-interview-with-ashley-biden-2al8eyv.pdf.
  11. Politico. (December 18, 2014) Women Rule Keynote: Vice President Joe Biden. ციტირების თარიღი: October 11, 2020Politico (December 18, 2014). "Women Rule Keynote: Vice President Joe Biden". YouTube. Archived[მკვდარი ბმული] from the original on December 21, 2021. Retrieved October 11, 2020.
  12. Joseph R. Biden '61 Becomes First Auk Elected as President of the United States (November 12, 2020). ციტირების თარიღი: November 19, 2020
  13. Calderon. (November 26, 2019) Ashley Biden's transformation is seriously turning heads.
  14. Walsh. (August 19, 2020) All About Ashley Biden, Joe's Youngest Daughter With a Civically-Minded Fashion Label.
  15. Ashley Biden Takes On The World (August 22, 2018)."Ashley Biden Takes On The World". August 22, 2018.
  16. „Ashley Biden and Howard Krein (Published 2012)“. The New York Times. June 3, 2012."Ashley Biden and Howard Krein (Published 2012)". The New York Times. June 3, 2012.
  17. Ashley Biden - Biography & News.
  18. Ashley Biden, Daughter of the Vice President, to Speak at Rutgers' School of Social Work Convocation."Ashley Biden, Daughter of the Vice President, to Speak at Rutgers' School of Social Work Convocation". rutgers.edu.
  19. Writer, By Claudia Vargas, Inquirer Staff. At Penn, Biden speaks at daughter's graduation.
  20. Senator's daughter arrested in Chicago (August 4, 2002). ციტირების თარიღი: October 17, 2020
  21. The truth about Ashley Biden's husband (August 18, 2020).
  22. „Ashley Biden, daughter of U.S. Vice President, marries Jewish doctor“. Haaretz.
  23. Meet Joe Biden's Future Son-in-Law.
  24. Gibson, Ginger (August 25, 2008). „Parishioners not surprised to see Biden at usual Mass“. The News Journal.
  25. Democrats Announce Highlights for Final Night of the 2020 Democratic National Convention (August 20, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 15, 2020. ციტირების თარიღი: თებერვალი 11, 2022.
  26. Hunter Biden, Ashley Biden show support for dad Joe at DNC.
  27. Hunter and Ashley Biden speak on behalf of their father (August 20, 2020).
  28. Wisconsin Women for Biden Organizing Event with Ashley Biden.