ერწო-წონის ქვაბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ერწო-წონის ქვაბული
კოორდინატები: 42°28′13″ ჩ. გ. 43°45′07″ ა. გ. / 42.4703333° ჩ. გ. 43.7520833° ა. გ. / 42.4703333; 43.7520833
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 1760 
სიგრძე 5,5 კმ
სიგანე კმ
ჰიდროგრაფია ყვირილა
ერწო-წონის ქვაბული — საქართველო
ერწო-წონის ქვაბული

ერწო-წონის ქვაბული — ტექტონიკურ-ეროზიული ქვაბული მდინარე ყვირილის სათავეში, რაჭისა და ლიხის ქედების შესაყართან.[1] შედგება ორი ტაფობისაგან: სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს წონის ტაფობი, რომლის სიგრძეა 3 კმ, სიგანე 400–800 მ. ფსკერი ზღვის დონიდან 1760 მ სიმაღლეზეა. ტაფობის ძირზე გაედინება მდინარე წონისწყალი (ყვირილის ერთ-ერთი მდგენელი). ტაფობის ცენტრალურ ნაწილში ალაგ-ალაგ ტორფიანი ჭაობებია, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ერწოს ტაფობი, რომლის სიგრძეა 2,5 კმ, სიგანე 1000–1200 მ, ფსკერი კი ზღვის დონიდან 1711 მ სიმაღლეზეა. ქვაბული ალაგ-ალაგ დაჭაობებულია. მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია ერწოს ტბა. ერწო-წონის ქვაბულში არის ცარცული კირქვების იზოლირებული უბნები, რომლებთანაც დაკავშირებულია კარსტული წარმონაქმნები (წონის მღვიმე და სხვა).[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 64, თბ., 2009.
  2. ჯანელიძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 95.