შინაარსზე გადასვლა

ჰერსე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰერსე (მრავალმნიშვნელოვანი).
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ერსა.
ჰერსე


სქესი: მდედრობითი
მამა: კეკროპ I
დედა: Aglauros[1]
და-ძმა: Pandrosus, Erysichthon of Attica და აგლავროსი
შვილები: Cephalus
გამოსახულებები

ჰერსე (ძვ. ბერძნ. Ἕρση [’Erse] — „ნამი“) — პერსონაჟი ბერძნული მითოლოგიიდან, კეკროპისა და აგლავრეს ასული, აგრავლესა (მეორე აგლავრეს) და პანდროსეს და. ითვლება, რომ ის განასახიერებდა დილის ნამს, რომელსაც ჩუქნიდა მთვარე ადამიანებს.

ჰერსეს უკავშირდება ორი ლეგენდა. პირველის მიხედვით დებს აკროპოლში ჰქონდათ საკუთარი სამლოცველო, პანდროსეიონი, სადაც ათენას ნაჩუქარ ზეთისხილს უვლიდნენ, ქვეყანას გვალვას არიდებდნენ. ერიხთონიოსის დაბადების შემდეგ ათენამ კეკროპის სამ ასულს ყრმა კალათით მიაბარა და კალათის გახსნა და მასში ჩახედვა აუკრძალა. დებმა ვერ მოითმინეს, ჩაიხედეს, გველბიჭა დაინახეს, გაგიჟდნენ და აკროპოლიდან გადაცვივდნენ.

მეორეს მიხედვით ისაა ღვთაებრივი შიკრიკის ჰერმესის საყვარელი და მისგანვე — ცნობილი გმირის კეფალეს დედა. როდესაც ჰერმესს ჰერსე შეუყვარდა, დახმარებისთვის მიმართა მის დას აგლავრეს. ქალღმერთმა ათენამ ჰერსეს გულში ეჭვი აღძრა და ერთხელაც, როცა ჰერმესი სანახავად სახლში მივიდა, მას ჰერსეს და აგლავრა მისგან შურით მოკლული დახვდა, რის გამოც მან ის ქვად აქცია.

  • გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983, გვ. 605