ეროვნული მუსიკის დღე
| ეროვნული მუსიკის დღე აზერ. Milli musiqi günü | |
| დაწესდა | უზეირ ჰაჯიბეკოვის დაბადების დღის პატივსაცემად 1995 წელს ჰეიდარ ალიევის განკარგულებით |
|---|---|
| თარიღი | 18 სექტემბერი |
„ეროვნული მუსიკის დღე“ (აზერ. Milli musiqi günü) — დღესასწაული, რომელიც აზერბაიჯანში ყოველწლიურად 18 სექტემბერს, აზერბაიჯანის თანამედროვე პროფესიონალური მუსიკალური ხელოვნების დამაარსებლის უზეირ ჰაჯიბეკოვის დაბადების დღეს, აღინიშნება.[1][2]. ის სამუშაო დღედ არის გამოცხადებული.
ტრადიციულად ამ დღეს აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობის წინ (ამჟამად — ბაქოს მუსიკალური აკადემია), რომელიც ჰაჯიბეკოვის სახელს ატარებს, ბევრი ადამიანი იკრიბებოდა. აქ აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, რომელიც ასევე ჰაჯიბეკოვის სახელს ატარებს, ნიაზის ხელმძღვანელობით კომპოზიტორის ნაწარმოებებს ასრულებდა.[2] ამ ტრადიციას სწორედ ნიაზმა ჩაუყარა საფუძველი.[3] 1995 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევი გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზე ამ დღის აღნიშვნა სახელმწიფო დონეზე დაიწყო.[3] აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამაინსტრო ეროვნული მუსიკის დღის ზეიმთან დაკავშირებით მთელ რიგ ღონისძიებებს ატარებს: ბაქოს მუსიკალური აკადემიის წინ ამ დღესთან დაკავშირებული სადღესასწაულო ცერემონიალი მიმდინარეობს, უზეირ ჰაჯიბეკოვის სახლ-მუზეუმის შენობაში კულტურული
ღონისძიებები ტარდება, ჰეიდარ ალიევის სახელობის სასახლეში ეწყობა უზიერ ჰაჯიბეკოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი სადღსასწაულო საღამო.[4]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Сафарова З. (1985). Узеир Гаджибеков. Язычы, გვ. 4, გვ. 64.
- 1 2 (1982) Ниязи. Жизнь и творчество. Язычы, გვ. 73, გვ. 88.
- 1 2 Молодые исполнители дали концерт в Доме-музее Ниязи
- ↑ 18 сентября — День национальной музыки Азербайджана