ერზის ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერზის განსაკუთრებულად დაცული ნაკრძალი

ერზის ნაკრძალი (რუს. Эрзи заповедник) — განსაკუთრებულად დაცული ნაკრძალი რუსეთში, რომელიც კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე, ჯეირახი ასინსკის აუზში, კლდოვანი ქედის მახლობლად მდებარეობს. ნაკრძალის მდინარეები, ასა და არმხი თერგს უერთდებიან. ტერიტორიის ჩრდილოეთის მესსამედი ტყეებითაა დაფარული, ხოლო ქედების სივრცე ალპური მდელოებითა და მთის სტეპებითაა დაფარული. ნაკრძალში 160-ზე მეტი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობაა დაცული - საბრძოლო კოშკები, ტაძრები, ნეკროპოლისის ტრაქტატები, წმინდა სამარხები და ინგუშების ანტკური, შუა საუკუნეებისა და გვიანი კულტურის სტრუქტურები. ნაკრძალი ინგუშეთში, ჯეირახის რაიონში მდებარეობს.[1][2]

ტოპოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერზის ლანდშაფტი

ერზის ნაკრძალი კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებზე მდებარეობს. ნაკრძალის ტერიტორიაზე სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მდინარეები ასა და არმხი მიედინებიან. ნაკრძალის ტერიტორიაზე ჩრდილოეთით ქვიშაქვის მთავარი ქედის პარალელურად მდებარეობს კარბონატული კლდე, რომელსაც „კლდოვანი ქედი“ ეწოდება. მთავარ ქედსა და კლდოვან ქედს შორის დეპრესიას „ჩრდილოეთ ჯურა“ ეწოდება. ნაკრძალის ლანდშაფტი მოიცავს ღრმა მდინარეების ველებისკენ განვრცობილ მთის ქედებს, სამხრეთით ციცაბო ფერდობებსა და ჩრდილოეთის ოდნავ დახრილ ფერდობებს. ნაკრძალის 2% კლდოვანი რელიეფითა და 3500 მეტრზე მაღალი მყინვარებითაა დაფარული.[2]

კლიმატი და ეკორეგიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავკასიის შერეული ტყეების ეკორეგიონის რუკა

ერზის ნაკრძალი კავკასიის შერეული ტყეების ეკორეგიონში მდებარეობს. თავის მხრივ, ეკორეგიონი კავკასიონის მთიანეთს, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის მდებარეობს. აქ გვხვდება სახეობათა ედემიზმისა და მრავალფეროვნების მსოფლიოში ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი: ტრაქეოფიტების 23% და ხერხემლიანთა 10%.[3]

ერზის ნაკრძალში ნოტიო კონტინენტური კლიმატია, გრილი ზაფფხულით (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია). ნაკრძალის კლიმატი გრძელი ცივი ზამთა და მოკლე, გრილი ზაფხულია დამახასიათებელი.[4] ერზის ნაკრძალის კლიმატს მისი სიმაღლე განსაზღვრავს: 2 000 მეტრს ქვემოთ კლიმატი თბილი და მშრალია, ხოლო 2 000 მეტრზე მაღლა - ცივი და ნალექიანი. ნალქიანი დღეების რაოდენობა წელიწადში 113 დღეა. ზაფხულში ძლიერი წვიმებია მოდის. საშუალო ტემპერატურა იანვარში 1.4 °C-ია (29.5 °F), ივლისში — 26.4 °C (79.5 °F).

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერზის ნაკრძალის მინდვრები

ნაკრძალის დაახლოებით მესამედი ტყეებითაა დაფარული, ძირითადად ჩრდილოეთის დაბალ ფერდობებზე. ტყეები ძირითადად მუხებითა (კლდოვან ქედსა და დეპრესიაზე, 800 მეტრამდე) და წიფლითაა (1500 მეტრამდე) დაფარული. ნაკრძალში ხარობს ქაცვი, ტირიფი და თხილი. სუბ-ალპურ ზონაში კავკასიური როდოდენდრონი გვხვდება.[5] 2 000 მეტრზე მაღლა, მაგრამ ალპურ ზონაზე დაბლა მთის ტყე-სტეპების ზონაა.

ნაკრძალის ტერიტორიაზე ცხოველებს დღემდე შეისწავლიან, რადგანაც ნაკრძალი ერთ-ერთი უახლესი სისტემაა. 2016 წლის მონაცემებით, ნაკრძალის ტერიტორიაზე 115 სახეობის ფრინველი და 60 სახეობის ძუძუმწოვარი ბინადრობს.[5]

ეკოგანათლება და წვდომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადგანაც ერზის ნაკრძალი მკაცრადაა დაცული, საზოგადოებისთვის უმეტესწილად დაკეტილია. მისი მონახულება მხოლოდ მეცნიერებისთვის და „გარემოსდაცვითი განათლების მიღების“ მიზნით მიწვეული სტუმრებისთვისაა შესაძლებელი. ნაკრძალში რამდენიმე „ეკოტურისტული მარშრუტია“ მოწყობილი, რომლებიც საზოგადოებისთვის ხელმწისაწვდომია. თავშესაფრები პარკის გარეთ, ბუფერულ ზონაშია მოწყობილი. მთავარი ოფისი ქალაქ ნაზრანში მდებარეობს.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Erzi Zapovednik (Official Site) ru. Ministry of Natural Resources and Environment (Russia). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 18, 2020. ციტირების თარიღი: January 21, 2016.
  2. 2.0 2.1 Erzi Zapovednik ru. Ministry of Natural Resources and Environment (Russia). ციტირების თარიღი: January 21, 2016.
  3. Caucasus mixed forests. Encyclopedia of Earth. ციტირების თარიღი: January 24, 2016.
  4. Climate of Erzi. GloalSpecies.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 5, 2016. ციტირების თარიღი: March 10, 2016.
  5. 5.0 5.1 Erzi Zapovednik - Flora and Fauna ru. Ministry of Natural Resources and Environment (Russia). ციტირების თარიღი: March 11, 2016.