ერევნის მაზრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ერევნის მაზრა
გერბი
Coat of Arms of Erivan gubernia (Russian empire).png

ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
ადმ. ცენტრი ერევანი
დაარსდა 10 აპრილი 1840
ფართობი 2,664.2 square versta
მოსახლეობა 150,879 (1897)[1]
Uyezd of Erivan.JPG

ერივნის მაზრა (რუს. Эриванский уезд; სომხ. Երևանի գավառ) — რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებული, კავკასიაში მდებარე ყოფილი მაზრა. მის შემადგენლობაში შედიოდა არარატის პროვინცისა და დღევანდელი ცენტრალური სომხეთის კოტაიქის პროვინციების სამხრეთ ნაწილები, დღევანდელი აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებადე სადარაქის რაიონი და მდინარე არაქსის მიდამოებში მდებარე დღევანდელი თურქეთი ტერიტორიები. მისი ადმინისტრაციული ცენტრი იყო ერვანი (სომხეთის დღევანდელი დედაქალაქი ერევანი).[2]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერივნის უეზდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მთიანი და კლდოვანი რელიეფი სჭარბობდა, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი კი ძირითადათ სტეპებისა და დაბლობებისგან შედგებოდა. სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს წყალი მდინარე არაქსისგან მიეწოდებოდა, რეგიონში ყველაზე დაბალი წერტილი 813 მეტრს შეადგენდა, ხოლო ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე წერტილი 980 მეტრს. მდინარე არაქსში ჩამდინარე მდინარეებს შორის იყო ზანგა, აზატი და ვედი-ჩაი, რომლებიც ჩვეულებრივ ზაფხულის განმავლობაში შრებოდნენ და ზამთარში აქტიურდებოდნენ.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უეზდის ტერიტორია 1828 წლამდე იყო სპარსების ერივანის სახანოს ნაწილი, შემდგომში თურქმენჩაის ხელშეკრულების თანახმად, იგი ანექსირებული იქნა რუსეთის იმპერიის მიერ. 1828 წლიდან 1840 წლამდე რეგიონის ტერიტორია ადმინისტრირებული იყო როგორც სომხური ოლქის ნაწილი.[4] შემდგომ პერიოდში ერივნის მაზრის ტერიტორია შეადგენდა ტფილისის გუბერნიის ნაწილს. 1849 წელს შეიქმნა ერევნის გუბერნია, რომელიც ტფილისის გუბერნიისგან დამოუკიდებელი იყო.[5] 1918 წელს უეზდი გახდა სომხეთის პირველი რესპუბლიკის ნაწილი.[6] 1920 წელს რეგიონში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, უეზდის ტერიტორიების უმეტესი ნაწილი გადავიდა სომხეთის სსრ-ის შემადგენლობაში და ერივანი (ერევანი) გახდა მისი დედაქალაქი.[7] უეიზდის სამხრეთ ნაწილები გადავიდა აზერბაიჯანის სსრ-ის შემადგენლობაში ნახიჩევანის ასსრ-ის ჩრდილოეთ ნაწილში, ხოლო უეეზდის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, მდინარე არაქსის მიდამოები, გადაეცა თურქეთს მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების თანახმად.[8][9]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1897 წლის რუსეთის იმპერიის აღწერის თანახმად, უეზდის მთლიანი მოსახლეობა 150 879 ადამიანს შეადგენდა, აქედან 77 491 თათრები იყვნენ (თანამედროვე აზერბაიჯანელები, რომლებიც შეადგენდნენ მოსახლეობის 51,4%-ს), 58 148 იყო სომეხი (მოსახლეობის 38,5%), 8 195 ქურთი (მოსახლეობის 5,4%), 3 713 სლავი (ე.წ. რუსები, უკრაინელები და ბელორუსები; შეადგენდნენ 2,4%-ს) და 2 288 ასურელი (შეადგენდნენ მოსახლეობის 1,5%-ს).[10] რაიონის ყველაზე დიდი ქალაქი იყო ერივანი (დღევანდელი ერევანი), სადაც მთლიანობაში 29 006 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 12 523 (43,2%) იყო სომეხი, 12 359 (42,6%) თათარი, ხოლო 3 171 (11%) კი სლავი.[11] მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობით, მებაღეობით, მევენახეობითა და მეღვინეობით იყო დაკავებული. ერივანის გუბერინიაში წარმოებული ღვინის დაახლოებით 50% დამზადებული იყო ერივნის უეზდში. სტატისტიკური მონაცემებით, უეზდში 129 120 მსხვილფეხა საქონელი იყო, რაც მთლიან გუბერნიაში არსებული პირუტყვის 11% -ს შეადგენდა.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://demoscope.ru/weekly/ssp/rus_gub_97.php?reg=71
  2. Tsutsiev, Arthur (2014). Atlas of the Ethno-Political History of the Caucasus. New Haven: Yale University Press, გვ. 59. ISBN 9780300153088. 
  3. 3.0 3.1 http://gatchina3000.ru/brockhaus-and-efron-encyclopedic-dictionary/119/119478.htm
  4. Bournoutian, George A. (1992). The Khanate of Erevan Under Qajar Rule, 1795-1828. Mazda Publishers, გვ. 26. ISBN 9780939214181. 
  5. Tsutsiev, p. 20.
  6. Tsutsiev, p. 74–76.
  7. Tsutsiev, p. 80–82.
  8. Parrot, Friedrich (2016). Journey to Ararat, Introduction by Pietro A. Shakarian, Gomidas Institute, გვ. xxix. ISBN 978-1909382244. 
  9. Archived copy ru. წაკითხვის თარიღი: 2017-04-30
  10. 1897 Census, Erivansky Uyezd Demoscope Weekly
  11. 1897 Census, Erivan City Demoscope Weekly