შინაარსზე გადასვლა

ენოტისმსგავსი ძაღლი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენოტისმსგავსი ძაღლი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  ძაღლისებრნი
გვარი:  ენოტისმსგავსი ძაღლები
სახეობა:  ენოტისმსგავსი ძაღლი
ლათინური სახელი
Nyctereutes procyonoides
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 14925
გავრცელება

ენოტისმსგავსი ძაღლი (ლათ. Nyctereutes procyonoides) — ძუძუმწოვარი ცხოველი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 65-80 სმ. გავრცელებულია იაპონიაში, ჩინეთში, კორეაში, უსურიისა და ამურის მხარეებში. ძვირფასი ბეწვის გამო აკლიმატიზებული იყო საქართველოში (ახმეტის, თიანეთის მუნიციპალიტეტებში, შიდა ქართლში, აფხაზეთში), მაგრამ ვინაიდან სახალხო მეურნეობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, მასზე ნადირობა შეუზღუდველია. მძუნაობს ადრე გაზაფხულზე. მაკეობა გრძელდება 63 დღე. ყრის 6-8 თვალაუხელელ და უსუსურ ლეკვს.[1] მისი ძირითადი საკვებია მცირე ზომის ძუძუმწოვრები (მღრღნელები, კურდღლები და ა.შ.), მიწის ზედაპირზე მობუდარი ფრინველები, თევზები, ლოკოკინები, კიბოები. ზოგჯერ ჭამენ ბაყაყებს, ხვლიკებს, მწერებს, ხილი, ბოსტნეული, კენკრა. იკვებება მძორითაც. მისი საკვები განსხვავებულია როგორც სეზონურად, ისე ტერიტორიის მიხედვით. ზაფხულში მის საკვებს ამფიბიები, მოლუსკები და მწერები შეადგენენ. შემოდგომაზე — მღრღნელები და თევზი. ენოტისებრი ძაღლი ზაფხულში იკვებება ცხოველური საკვებით, შემოდგომაზე კი მცენარეულით.[2]

  1. ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 160.
  2. აფთარი, გიურზა და სხვები… / რედ. ირაკლი მაჭარაშვილი, თბ.: „სი-ჯი-ეს“-კალამუს გრაფიკის სტუდია, 2002. — 158 გვ.