ენისელის კვირაცხოვლის ეკლესია
ენისელის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (8,1x5,5 მეტრია). ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. შესასვლელები სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. კარები აგურითაა გამოყვანილი. ორივე მათგანი გარედან თაღოვანია, შიგნიდან კი, თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. რომლის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. თითო მსგავსი სარკმელი დასავლეთ სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშიცაა. აფსიდში სამი გეგმით ნახევარწრიული, შეისრულთაღოვანი ნიშაა. მათგან ერთი სარკმლის ქვემოთაა, თითო-გვერდებში. საკურთხევლის შუაში დგას აგურით ნაშენი ოთხწახნაგა ტრაპეზი, კონქის თაღი შეისრულია. მსგავსი ფორმისაა კამარაც. იატაკი მოგებულია ქართული აგურით. ეკლესიის კედლები დასრულებული იყო აგურის ლავგარდნით, რომელშიც მთლიანად ჩამოშლილია. შენიბა გადახურული ყოფილა ღარისებრი კრამიტით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 402-403.