ემელიან ცინცაბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ემელიან ცინცაბაძე
დაბ. თარიღი 8 მარტი 1903(1903-03-08)
დაბ. ადგილი ზომლეთი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 22 ნოემბერი 1978(1978-11-22) (75 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია და სსრკ
საქმიანობა ეკონომისტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ემელიან ალექსანდრეს ძე ცინცაბაძე (დ. 8 მარტი, 1903, ზომლეთი, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 22 ნოემბერი, 1978, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, საქართველოს სსრ დამსახურებული ეკონომისტი (1968).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუთი წლის ასაკიდან იზრდებოდა ქობულეთში, იქ ოჯახის გადასვლის გამო. დაწყებითი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ბათუმის ქართულ გიმნაზიაში, რომელიც შემდგომ ჰუმანიტარულ ტექნიკუმად გადაკეთდა. 1923 წელს ტექნიკუმის დამთავრებისთანავე აჭარის ასსრ სახალხო კომისართა საბჭომ გაგზავნა ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების მისაღებად და დაენიშნა გაძლიერებული სტიპენდია. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოც-ეკონომიკური ფაკულტეტი და დაბრუნდა ბათუმში.

1928 წლიდან აჭარის მიწსანკომის საბჭოთა მეურნეობის სამმართველოს პირველი საბჭოთა მეურნეობის (შემდგომში ახალშენის ციტრუსების საბჭოთა მეურნეობა) გამგეა. 1930 წლიდან აჭარის ადგილობრივი მრეწველობის კომისარიატის საგეგმო განყოფილებაში ეკონომისტის თანამდებობაზეა. 1930–1959 წლებში გაიარა გზა რიგითი მგეგმავი ეკონომისტიდან საგეგმოგანყოფილების გამგემდე. 1959 წლიდან აჭარის ყრუ-მუნჯთა საზოგადოებაში მუშაობდა უფროს ეკონომისტად.

ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს დავალებით მსახურობდა ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედის რაიონებში. 1964 წლიდან მუშაობდა უფროს ეკონომისტად საქართველოს სამხატვრო ფონდის აჭარის სამხატვრო საწარმოო განყოფილებაში.

გარდაიცვალა 1978 წელს თბილისში, დასაფლავებულია ბათუმში ფერიის სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნეკროლოგი, გაზ. „საბჭოთა აჭარა“, 1978 წ, # 228