ემა ჰამილტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემა, ლედი ჰამილტონი
დაბადების სახელი ემი ლიონი
დაბადების თარიღი 26 აპრილი, 1765
ჩესტერი, დიდი ბრიტანეთი
გარდაცვალების თარიღი 15 იანვარი, 1849
კალე, საფრანგეთი
პროფესია მომღერალი, მოდელი
მეუღლე(ები) სერ უილიამ ჰამილტონი (1791-1803) (49 წლის)
პარტნიორ(ებ)ი ჰორაციო ნელსონი
შვილ(ებ)ი 2

ემა ჰამილტონი, ლედი ჰამილტონი (ინგლის. Lady Emma Hamiltonგ. დ. 26 აპრილი, 1765, ჩესტერი, ინგლისი - 15 იანვარი, 1815, კალე, საფრანგეთი)  — ბრიტანეთის ვიცე-ადმირალის ჰორაციო ნელსონის მეგობარი ქალი.  სკანდალური სასიყვარულო ურთიერთობების, სილამაზისა და მხატვრული ნიჭის წყალობით, მე -18 საუკუნის ბოლოს და მე -19 საუკუნის დასაწყისში ევროპაში პოპულარობით სარგებლობდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემა ჰამილტონი, ემა ლიონი, დაიბადა ჩესტერში, ინგლისის ჩესტერის მხარეში. მჭედელი მამის გარდაცვალების შემდეგ იგი ბებიამ და ბაბუამ აღზარდეს, დედა ნახშირის გაყიდვით ირჩენდა თავს.

1779 წლიდან ემა ლონდონში ცხოვრობდა, სადაც სამსახური დაიწყო. 1782 წლისთვის მან უკვე მოიპოვა სკანდალური დიდება, გახდა რამდენიმე მამაკაცის საყვარელი და მონაწილეობდა შოტლანდიელი შარლატანის ჯეიმზ გრემის სპექტაკლებში. თექვსმეტი წლის ასაკში, ემა დაორსულდა. როდესაც გოგონა შეეძინა, ბავშვი ბებიას მიაბარა აღსაზრდელად. მისი ქალიშვილი, ემა კერიუ, მთელი ცხოვრების განმავლობაში მსახურად მუშაობდა, არ დაქორწინებულა და უშვილოდ გარდაიცვალა 1856 წელს, 75 წლის ასაკში.[1][2][3]

თვითონ ემა ლიონმა გვარი შეიცვალა და ემა ჰარტი გახდა (ინგლ. Emma Hart),  ლონდონში დარჩა. ცხოვრობდა ჩარლზ გრევილთან, რომელმაც ემა საკუთარ ბიძას, დიდი ბრიტანეთის ელჩს ნეაპოლის სამეფოში- სერ უილიამ ჰამილტონს წარუდგინა.[4]

1786 წელს ემა ნეაპოლში დასახლდა 56 წლის ბრიტანეთის ელჩის სახლში. 1791 წელს სერ უილიამი და ემა დაქორწინდნენ, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია ინგლისის არისტოკრატიაში.[5]

ჰორაცია ნელსონი

ნეაპოლში ემა ხელოვნებით დაკავდა. ცნობილი სტუმრებისთვის ასრულებდა ცოცხალ ნახატებს, რომლებიც ასახავდა კლასიკური ხელოვნების ნიმუშებს. მისი ხელოვნების თაყვანისმცემლებს შორის იყო გოეთე.საკუთარი წარმოდგენების წყალობით, ემამ მოიპოვა ისეთი პოპულარობა, რომელიც ხელოვნების ისტორიკოსის ულრიკ იტერსხაგენის აზრით, მე-20 საუკუნეში მერლინ მომროს დიდებას უტოლდება. ემა ჰამილტონის სილამაზე საკუთარ პორტრეტებში ასახეს ინგლისელმა მხატვარ-პორტრეტისტმა ჯორჯ რომნიმ (1734-1802),  გერმანელმა მხატვარმა ანგელიკა კაუფმანმა  (1741-1807), გერმანელმა მხატვარმა იოჰან ჰაინრიხ ვილჰელმ ტიშბეინმა (1741-1829) და სხვბა ცნობილმა ხელოვანებმა.[6]

ემა დაუმეგობრდა ავსტრიის დედოფალ მერი კაროლინას, ნეაპოლის მეფის ფერდინანდ IV- ის მეუღლეს. დედოფლის წყალობით, ემამ გაიცნო ინგლისელი ვიცე-ადმირალი ჰორაციო ნელსონი. მათი სასიყვარულო ურთიერთობა საყოველთაოდ იყო ცნობილი.  ემას მეუღლე -სერ უილიამი მოთმინებით ეგუებოდა მათ კავშირს. 1801 წელს  ემასა და ჰორაციო ნელსონს შეეძინათ  ქალიშვილი ჰორაცია. სერ უილიამი გარდაიცვალა 1803 წელს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ემა ჰამილტონი ნელსონთან ერთად დასახლდა პატარა სახლში ლონდონის სამხრეთით უიმბლდონში.[7][8]

ემა ჰამილტონი აქტიურად მონაწილეობდა იტალიაში "იაკობინელების" წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორში.

ვივიენ ლი და ლორენს ოლივიე ლედი ჰამილტონისა და ჰორაციო ნელსონის როლებში ფილმიდან "ის ჰამილტონი"

ადმირალი ნელსონი 1805 წელს ტრაფალგარის ბრძოლაში დაიღუპა. ამის შემდეგ ლედი ჰამილტონი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა: სერ უილიამის მიერ დანიშნული პენსია მცირე იყო, ხოლო 1813 წლისთვის იგი ვალებში იყო. ინგლისის მთავრობამ ყურადღების გარეშე დატოვა  ინგლისის ეროვნული გმირის, ნელსონის ანდერძი, სადაც ითხოვდა  ზრუნვას ემასა და ჰორაციაზე.

ჰორაციამ გვიან გაიგო, სინამდვილეში ვინ იყვნენ მისი მშობლები. მამის გამო ამაყობდა და მის ნათესავებთან დარჩა საცხოვრებლად, ისინი დაეხმარნენ უმაღლესი განათლების მიღებაში, დაოჯახებაში. ემა კი დედად არასდროს აღიარა.  გარდაცვალების შემდეგ, როგორც გმირის ქალიშვილს, დედოფალმა მის ოჯახს ერთჯერადად 1457 გირვანქა სტერლინგი გადაუხადა (ეს თანხმა მისმა ვაჟებმა გაიყვეს), გოგონებს კი სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიური პენსია 100 გირვანქა სტერლინგი.

ემა ჰამილტონი გარდაიცვალა ამებიური დიზენტერიისგან, 1815 წლის 15 იანვარს კალეში, სადაც იგი თავის კრედიტორებს ემალებოდა.[9]

ხელოვნებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემა ჰამილტონის სკანდალური ისტორიები და სასიყვარულო თავგადასავლები აღწერილია მრავალ რომანში,  პიესებში, ფილმებსა და სხვა ნაწარმოებებში.[10]

ლიტერატურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალექსანდრე დიუმას რომანებში: "რჩეულის აღსარება", "ლუიზა სან ფელიჩე", "ემა ლიონი";
  • ჰაინრიხ შუმახერის რომანებში: „ლედი ჰამილტონის სიყვარული და ცხოვრება“ და „ლორდ ნელსონის უკანასკნელი სიყვარული“ (ცხოვრების ქსელი);
  • მარკ ალდანოვის რომანებში: "ეშმაკის ხიდი", "მოაზროვნე";
  • სიუზან სონტაგის რომანში "ვულკანის საყვარელი" (აგრეთვე "ვეზუვის თაყვანისმცემელი" ან "ვულკანის თაყვანისმცემელი" );
  • ამანდა ელიოტის „ლედი ჰამილტონის საიდუმლო“;
  • ჯ. სინუეტის წიგნში "ლედი ჰამილტონი, ელჩის ცოლი";
  • ინგლისელი დრამატურგის ტერენტი რატიგანის პიესაში "მან ის ერს უანდერძა" (ინგლ. A Bequest Nation, 1970).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hudson, Roger, ed. (1994). Nelson and Emma. London: Folio Society.
  • Contogouris, Ersy (2018). Emma Hamilton and Late Eighteenth-Century European Art: Agency, Performance, and Representation. London and New York: Routledge. ISBN 9780815374237.
  • Hardwick, Mollie (1969). Emma, Lady Hamilton: A Study. London: Cassell.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Global Maritime History Finding the Lost Daughter of Lady Hamilton - Global Maritime History
  2. "Finding the Lost Daughter of Lady Hamilton". Global Maritime History. 24 March 2014. Retrieved 8 May2018.
  3. Johnson, Ben. "Emma Lady Hamilton, mistress of Lord Nelson". Historic UK. Retrieved 28 March 2018.
  4. "Lady Hamilton". The Nelson Society. Retrieved 29 March 2018.
  5. Quintin Colville, p52 BBC History Magazine, December 2016
  6. Her Attitudes are described by Goethe in his Italian Journey, diary of March 16 and May 27, 1787.
  7. Williams, Kate (17 February 2011). "British History in depth: Nelson and Lady Hamilton: A Very Public Affair". BBC History. Retrieved 29 March 2018.
  8. Fremantle, Anne, ed. (1952). The Wynne Diaries 1789–1820. World's Classics. London: Oxford University Press. pp. 262–263.
  9. Cavendish, Richard (1 January 2015). "Emma, Lady Hamilton dies in Calais". History Today. Retrieved 28 March 2018.
  10. "That Hamilton Woman". Jane Austen Today. 10 May 2018. Retrieved 8 April 2010.