ჰორაცია ნელსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰორაცია ნელსონი
Horatia Ward née Nelson.jpg
დაბადების სახელი ჰორაცია ნელსონ ტომპსონი
დაბადების თარიღი 29 იანვარი, 1801
პიკადილი, ლონდონი
გარდაცვალების თარიღი 6 მარტი, 1881 (80 წლის)
ქვეშევრდომობა დიდი ბრიტანეთი
მეუღლე(ები) ფილიპ უორდი
შვილ(ებ)ი 10
მშობლები მამა: ჰორაციო ნელსონი
დედა: ემა ჰამილტონი

ჰორაცია ნელსონი (ინგლ. Horatia Nelson; სრული სახელი - ჰორაცია ნელსონ ტომპსონი (ინგლ. Horatia Nelson Thompson); 29 იანვარი, 1801 - 6 მარტი, 1881) —  ვიცე-ადმირალის ლორდ ჰორაციო ნელსონისა და ლედი ემა ჰამილტონის უკანონო ქალიშვილი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰორაცია დაიბადა სერ უილიამ ჰამილტონის (ემას კანონიერი მეუღლე) სახლში, ხოლო ჰორაციო ნელსონი (გოგონას მამა) ტორბეის პორტში იმყოფებოდა. მისი ხომალდი კოპენჰაგენის ბრძოლისთვის ემზადებოდა და ბავშვის დაბადების ამბავი მას  ზუსტად ხომალდის ზღვაში  გასვლის წინ აცნობეს. 1803 წლის 18 მაისს, 2 წლის გოგონა მოინათლა მერილებონის ეკლესიაში, მისი  ორივე  მშობელი ნათლიის როლს ასრულებდა.  „ლეგენდის“ მიხედვით, ის ნელსონის მეგობრის  ვიცე-ადმირალის ჩარლზ ტომპსონის ქალიშვილი იყო, რომელმაც მისცა უფლება, მისი სახელი გამოეყენებინათ. მოგვიანებით,  „ნათლიებმა“ გოგონა იშვილეს,როგორც  „ობოლი“.[2][3]

ჰორაცია ნელსონი-უცნობი ავტორი გრინვიჩის სამეფო მუზეუმი

როდესაც ჰორაციამ გაიგო ვინ იყვნენ მისი ნამდვილი მშობლები. მამის გამო  ამაყობდა,  მაგრამ უარი თქვა ლედი ჰამილტონის დედად აღიარებაზე, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მასთან ერთად 10 თვე გაატარა ციხეში იმ ვალების გამო, რომელიც ემას ჰქონდა ადმირალის გარდაცვალების შემდეგ, და ასევე იმიტომ, რომ იგი თვითონ ემა თავს მის მეურვედ აცხადებდა და არა დედად.

ემა გარდაიცვალა 1815 წლის იანვარში კალეში, ხოლო ჰორაცია, რომელიც კვლავ მასთან  ცხოვრობდა, დიდი ბრიტანეთის კონსულს მოელაპარაკა დასაფლავების საკითხებზე.  ხოლო  თავად ინგლისში მამაკაცის სამოსით დაბრუნდა, ვინაოდან  პატიმრობა ემუქრებოდა  იმ ვალების გამო, რომელიც ემას საფრანგეთში ჰქონდა. ჰორაცია დოვერში  შეხვდა მამის დეიდის ერთ-ერთ ქმარს, რომელიც მას ძალიან კარგად ექცეოდა და საცხოვრებლად დარჩა ამ ოჯახში - ქალბატონ კეტრინ მატჩამთან სასექსში. მამის ნათესავები გოგონას დაეხმარნენ უმაღლესი განათლების მიღებაში, დაოჯახებაში. 1822 წლის 19 თებერვალს ჰორაცია  დაქორწინდა მეუფე ფილიპ ვარდზე (1795-1861), რომელიც იყო პოეტი და მეცნიერი.მათი ქორწინებაბედნიერი გამოდგა. წყვილს 7 ვაჟი და 3 ქალიშვილი შეეძინა. შვილებმა  განათლება სახლში მამისგან მიიღეს სანამ უნივერსიტეტში შევიდოდნენ. [4]

სახელმწიფომ  ჰორაციასგან შეიძინა ადმირალ ნელსონის ფორმა და ჟილეტი, რომელიც ამჟამად ნაციონალურ საზღვაო მუზეუმშია

ჰორაცია ნელსონი გარდაიცვალა 1881 წლის 6 მარტს 80 წლის ასაკში.  დაკრძალულია პინერის პალატის ძველ სასაფლაოზე, პინერის ლეინ ლეინში. მის საფლავზე წერია: "ადმირალ ნელსონის შვილობილი". ემა არსად არ არის ნახსენები.

გარდაცვალების შემდეგ, როგორც გმირის ქალიშვილს, დედოფალმა მის ოჯახს ერთჯერადად 1457 გირვანქა სტერლინგი გადაუხადა (ეს თანხმა მისმა ვაჟებმა გაიყვეს), გოგონებს კი სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიური პენსია 100 გირვანქა სტერლინგი დაუნიშნა.

ბიოგრაფები ჰორაცია ნელსონს აღწერენ, როგორც მაღალ, ინტელექტუალურ და ნაკითხ პიროვნებას, რომელმაც იცოდა იტალიური, ფრანგული და გერმანული, გატაცებული იყო მუსიკით, კერავდა და უყვარდა ცხოველები.[5][6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Winifred Gérin, Horatia Nelson, Clarendon, 1970
  • Tom Pocock, Nelson’s Women, Andre Deutsch, 1999, главы 10 и 11
  • Kate Williams, England’s Mistress — The Infamous Life of Emma Hamilton, Hutchinson, London, 2006

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The National Archives. "The National Archives - Exhibitions & Learning online - Nelson, Trafalgar, and those who served". www.nationalarchives.gov.uk. Retrieved Nov 17, 2020.
  2. Williams, Kate (2009). England’s Mistress: The Infamous Life of Emma Hamilton (Large Print ed.). BBC Audiobooks Ltd by arr. with Random House. ISBN 9781408430781.
  3. Gérin, Winifred. Horatia Nelson, Clarendon, 1970, page 297
  4. "Geni family history profile of Horatia, with links to children". Retrieved 11 May2018.
  5. "Grave of Horatia Nelson Ward, Pinner Cemetery, Pinner, Greater London | Educational Images | Historic England".[მკვდარი ბმული] historicengland.org.uk. Retrieved Nov 17,2020.
  6. Gérin, Winifred. Horatia Nelson, Clarendon, 1970.