შინაარსზე გადასვლა

ემა დონაჰიუ

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემა დონაჰიუ
დაბადების თარიღი 24 ოქტომბერი, 1969(1969-10-24)[1] [2] [3] [4] [5] (55 წლის)
დაბადების ადგილი დუბლინი[1] [6]
საქმიანობა ლიტერატურის ისტორიკოსი, რომანისტი, დრამატურგი, სცენარისტი, მწერალი და კინოსცენარისტი[7]
მოქალაქეობა  კანადა[6] [8]
 ირლანდიის რესპუბლიკა[9] [10]
ალმა-მატერი კემბრიჯის უნივერსიტეტი, დუბლინის უნივერსიტეტის კოლეჯი და გირტონის კოლეჯი
ჯილდოები Lambda Literary Award for Lesbian Fiction, Stonewall Book Award, Stonewall Book Award, Ferro-Grumley Award, Atwood Gibson Writers' Trust Fiction Prize და AWB Vincent Literary Award
საიტი emmadonoghue.com

ემა დონაჰიუ (ინგლ. Emma Donoghue ემა დონაჰიუ; დ. 24 ოქტომბერი 1969, დუბლინი) - ირლანდიელი და კანადელი მწერალი, დრამატურგი, ლიტერატურული კრიტიკოსი და სცენარისტი.

უპირველეს ყოვლისა, იგი ცნობილია, როგორც რომან "ოთახის" ავტორი, რომელიც საერთაშორისო ბესტსელერად იქცა და ბუკერის პრემიის ფინალში შევიდა. 2015 წელს გამოვიდა ამ რომანის კინოადაპტაცია, რისთვისაც მწერალი ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის.

ემა დონოჰიუ დაიბადა 1969 წლის 24 ოქტომბერს დუბლინში, ირლანდია.[11] ის აკადემიკოსისა და ლიტერატურის კრიტიკოსის ფრენსის რუტლიჯის და დენის დონოჰიუს ოჯახში რვა შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. მან მიიღო ბაკალავრის დიპლომი დუბლინის უნივერსიტეტის კოლეჯში. შემდეგ დოქტორის ხარისხი ინგლისურ ლიტერატურაში, კემბრიჯის გირტონის კოლეჯში მიიღო.[12] მან დაწერა დისერტაცია თემაზე მე -18 საუკუნის მხატვრულ ლიტერატურაში ქალთა და მამაკაცთა მეგობრობაზე.

კემბრიჯში სწავლის დროს მან გაიცნო თავისი მომავალი მეგობარი კრისტინ რულსტონი, კანადელი, რომელიც ასწავლის ფრანგულ ენას დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტში. 1998 წელს წყვილი საცხოვრებლად კანადაში გადავიდა, ხოლო 2004 წელს დონაჰიუმ მიიღო კანადის მოქალაქეობა. ცხოვრობს ლონდონში (ონტარიო), სადაც ის, რულსტონთან ერთად ორი აყვანილი შვილის ფინისა და უნუს აღზრდითაა დაკავებული.

1994 წელს მან დაწერა თავისი პირველი რომანი Stir Fry, რომელიც კრიტიკოსებმა საკმაოდ კარგად მიიღეს და წიგნმა რამდენიმე ლიტერატურული პრემიის ნომინაციაც კი მიიღო.[13] 1995 წელს გამოიცა მეორე რომანი Hood, რომელიც ასევე საკმაოდ პოზიტიურად მიიღო ლიტერატურულმა სააზოგადოებამ, თუმცა წიგნმა პირველი რომანის წარმატების გამეორება ვერ შეძლო.

2010 წელს გამოიცა ემა დონოჰიუს ყველაზე ცნობილი წიგნი, ოთახი. მასში მწერალი, ელის ზიბოლდისა და ლორი ანდერსონის რომანების მაგალითზე, მკვეთრად აყენებს ძალადობის პრობლემას დაუცველი ქალისა და მისი შვილის მიმართ. რომანი მსოფლიო ბესტსელერად იქცა 2015 წელს ადაპტირების შემდეგ.

2015 წელს გამოქვეყნდა ისტორიული რომანი Frog Music, რომელიც დაფუძნებულია მე-19 საუკუნეში მომხდარი მკვლელობის ნამდვილ ამბავზე.

2016 წელს, ემა დონაჰიუმ გამოაქვეყნა The Wonder, რომელიც შევიდა გილერის პრემიის შორტ-ლისტში.[14]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #139290788 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. SNAC — 2010.
  3. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. Babelio — 2007.
  5. Munzinger Personen
  6. 6.0 6.1 http://www.independent.co.uk/arts-entertainment/books/features/room-with-a-panoramic-view-how-emma-donoghues-latest-novel-aims-to-tell-a-universal-story-2044373.html
  7. Czech National Authority Database
  8. http://www.independent.co.uk/arts-entertainment/books/news/orange-win-makes-obreht-the-hottest-name-in-fiction-2294972.html
  9. http://www.nytimes.com/books/97/09/28/reviews/970928.28chil.html
  10. http://www.bbc.co.uk/go/rss/int/news/-/news/entertainment-arts-11213404
  11. "Emma Donoghue — Bio". Official site. Archived from the original on 24 March 2010. Retrieved 2 September 2008.
  12. "Emma Donoghue — Writings". emmadonoghue.com. Archived from the original on 4 March 2016. Retrieved 14 January 2016.
  13. Keehnen, Owen (1994). "Future Perfect: Talking With Irish Lesbian Author Emma Donoghue". glbtq.com. Archived from the original on 7 November 2010. Retrieved 5 October 2009.
  14. "The Scotiabank Giller Prize Presents Its 2016 Shortlist - Scotiabank Giller Prize". დაარქივებული 2019-03-02 საიტზე Wayback Machine. scotiabankgillerprize.ca. Retrieved 23 October 2018.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ემა_დონაჰიუ“-დან