ელ-ლეონსიტოს ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელ-ლეონსიტოს ეროვნული პარკი

Parque Nacional El Leoncito

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Acceso al Parque Nacional El Leoncito.jpg
მდებარეობა სან-ხუანის პროვინცია, არგენტინის დროშა არგენტინა
კოორდინატები 31°48′19″ ს. გ. 69°22′00″ დ. გ. / 31.80528° ს. გ. 69.36667° დ. გ. / -31.80528; -69.36667
ფართობი 760 კმ²
დაარსდა 1994
მმართველი ორგანო არგენტინის ეროვნული პარკების ადმინისტრაცია

ელ-ლეონსიტოს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional El Leoncito) — ეროვნული პარკი არგენტინაში, სან-ხუანის პროვინციაში. ფართობი 760 კმ². 1994 წელს შეიქმნა როგორც ნაკრძალი, ხოლო 2002 წლიდან, გადაკეთდა ეროვნულ პარკად, ანდური ბუჩქნარის, ისტორიული და პალეონტოლოგიური ძეგლების დაცვის მიზნით. პარკის ტერიტორიაზე ჰაერი იდეალურად სუფთაა, რის გამოც აქ რამდენიმე ასტრონომიული ობსერვატორია მდებარეობს.

კლიმატი ცივია, პერმანენტული ყინვებით. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 200 მმ-ია. ფლორა ძირითადად ბუჩქნარითაა წარმოდგენილი, ფაუნის წარმომადგენელთაგან კი აღსანიშნავია გუანაკო და სხვადასხვა ფრინველი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]