შინაარსზე გადასვლა

ელმარ მამედიაროვი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელმარ მამედიაროვი
ელმარ მამედიაროვი
Elmar Məhərrəm oğlu Məmmədyarov
აზერბაიჯანის გერბი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის დროშა
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2 აპრილი, 2004

დაბადებული2 ივლისი, 1960 (1960-07-02) (64 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანი
მამამაჰარამ მამედიაროვი
დედაიზიდა იბრაგიმბეკოვა
შვილები2 შვილი
განათლებაკიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ელმარ მაჰარამ ოღლუ მამედიაროვი ( აზერ. Elmar Məhərrəm oğlu Məmmədyarov; დ. 2 ივლისი, 1960) — აზერბაიჯანელი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი (2004 წლიდან).

ელმარ მამადიაროვი დაიბადა 1960 წელს ბაქოში, ქიმიკოსთა ოჯახში. მამამისი მაჰარამ მამედიაროვი, დაიბადა სოფელ იაიჯიში ნახიჩევანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში; ის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია, ქიმიური მეცნიერებების დოქტორი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოქმედი წევრი, მუშაობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად. ახალგაზრდობიდანვე მამამისი იცნობდა ჰეიდარ ალიევს, მოგვიანებით დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ლიდერი. დედა - იზიდა იბრაჰიმბეკოვა, იყო ბიძაშვილი მწერლებისა და კინოს დრამატურგების მაკსუდ და რუსტამ იბრაგიბეკოვის. ელმარ მამედიაროვის გარდა, ოჯახში კიდევ ერთი ვაჟია - ექიმი აიაზ მამედიაროვი, რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის პედიატრიის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი[1].

1982 წელს ელმარ მამედიაროვმა დაამთავრა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1982 წლიდან 1988 წლამდე მუშაობდა მეორე და პირველ მდივნად აზერბაიჯანის სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1991 წელს მან დაიცვა ისტორიის სადოქტორო დისერტაცია სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. 1989-1990 წლებში სწავლობდა გაცვლით ბრაუნის უნივერსიტეტის საგარეო პოლიტიკის დაგეგმვის ცენტრში.

1991-1992 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო პროტოკოლის განყოფილების უფროსად. 1992 წლიდან 1995 წლამდე იყო პირველი მდივანი გაეროში აზერბაიჯანის მუდმივ მისიაში. 1995-1998 წლებში ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტს. 1998-2003 წლებში მუშაობდა შეერთებულ შტატებში აზერბაიჯანის საელჩოში მრჩევლად. 2003-2004 წლებში იყო აზერბაიჯანის ელჩი იტალიაში. 2004 წლის 2 აპრილს იგი დაინიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრად, ამ პოსტზე შეცვალა ვილაიათ გულიევი[2].

2005 წლის 15 სექტემბრის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით, ელმარ მამედიაროვი არის იუნესკოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე[3].

აზერბაიჯანულის გარდა, იგი ასევე საუბრობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე. დაქორწინებულია, ორი შვილი ჰყავს.

  • ორდენი „სამშობლოს მსახურებისთვის“ I ხარისხის (9 ივლისი 2019 წელი) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის ორგანოებში ნაყოფიერი საქმიანობისთვის[4].
  • „დამსახურების“ ორდენი, I ხარისხის (უკრაინა, 2006 წლის 19 აგვისტო) - საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი პირადი ღვაწლისთვის, მსოფლიოში უკრაინის ავტორიტეტისა და პოზიტიური გამოსახულების გაძლიერებაში, მისი ისტორიული და თანამედროვე მიღწევების პოპულარიზაციაში.
  • კომანდორის „ღირსების“ ორდენი პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე (პოლონეთი).
  • კომანდორის ჯვარის ორდენი დამსაუხრებისთვის (უნგრეთი).
  • მედალი "ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 25 წელი“[5].