ელიზბარ დავითიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელიზბარ დავითის ძე დავითიშვილი (ჩანს 1605–1666) — XVII საუკუნის შუა წლების ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, დავითიშვილების საგვარეულოს წარმომადგენელი, ქართლის სამეფოს ბოქაულთუხუცესი.

დავით დავითიშვილის გარდაცვალების (1635/37) შემდეგ გახდა დავითიშვილების სათავადო სახლის მეთაური. იყო როსტომ მეფის აქტიური მხარდამჭერი, მეფის ელჩი ირანის შაჰის კარზე (ნ. ციციშვილის აჯანყების შემდეგ დატყვევებული ჩხეიძეები ირანში მისი მეშვეობით გაიგზავნა). დავითიშვილმა როსტომის უშვილობის გამო ლუარსაბ ბატონიშვილი (ლუარსაბ I-ს შვილთაშვილი) ირანიდან ჩამოიყვანა და ქართლის ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. ამ მისიის დროს როსტომს შაჰის მიერ ბოძებული ხალათიც ჩამოუტანა. თეიმურაზ I-ის დამარცხებისა და მისი ძის დათუნა ბატონიშვილის დაღუპვის შემდეგ (1648) ბატონიშვილისა და სხვა დახოცილ თავად-აზნაურთა თავები, თეიმურაზის დროშასთან ერთად, ირანის შაჰს მიართვა. შაჰმა დავითიშვილს განჯაში სამფლობელოდ სამი სოფელი უბოძა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2; ცხოვრება საქართველოQსა (პარიზის ქრონიკა), გ. ალასანიას გამოც., თბ., 1980.