ელენე (ბაგრატ IV-ის მეუღლე)

ელენე არგიროსი ან არგიროპაულაინა (ბერძ. Ἑλένη Ἀργυρή / Ἀργυροπούλαινα; დ. დაახლ. 1018 - გ. დაახლ. 1033) — ბიზანტიელი დიდგვაროვანი ქალი, საქართველოს დედოფალი, ბაგრატ IV-ის მეუღლე. ბიძამისმა ბიზანტიის იმპერატორმა რომანოზ III-მა გაათხოვა საქართველოს ახალგაზრდა მეფეზე 1032 წელს. ელენე გარდაიცვალა ერთ წელიწადში[2].
ელენე იყო მაგისტროს ბასილ არგიროსის ასული[2].
ელენემ და ბაგრატმა ჯვარი დაიწერეს ბანაში 1032 წელს, იქვე სადაც მოხდა ბაგრატის კორონაცია[1]. მატიანე ქართლისაი გვაცნობს:
„ | და ვითარცა მიიწია საბერძნეთად წინაშე ბერძენთა მეფისა, აღუსრულა ყოველი სათხოველი სიხარულით: მოსცნა ფიცნი და სიმტკიცენი ერთობისა და სიყუარულისათჳს, დაუწერნა ოქრო-ბეჭედნი, მოსცა პატივი კურაპალატობისა, და მოსცა ცოლად ბაგრატისთჳს ელენე დედოფალი.[3] | “ |
ქართული ისტორიოგრაფიის მიხედვით ელენემ საქართველოში ჩამოიტანა „იესოს ერთ-ერთი წმინდა ლურსმანი, ოკონას ხატი და სხვა ძვირფასუელობა“[4]. საქართველოში მას გამოჰყვა არაერთი ბიზანტიელი მხატვარი.[5] ელენემ აგრეთვე შესწირა დიდი სიმდიდრე გორდის მონასტერს[2][6].
ელენე მალევე გარდაიცვალა. ბაგრატმა ცოლად ოსთა მეფის ასული ბორენა შეირთო[3].
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Helena, niece of Romanos III, wife of Bagrat IV of Georgia დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine. . Prosopography of the Byzantine World. Accessed May 28, 2011.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უილიამ ევარდ დევიდ ალენი (1932), A History of the Georgian People: From the Beginning Down to the Russian Conquest in the Nineteenth Century. Taylor & Francis, ISBN 0710069596.
- ენტონი ისტმუდი (1998), Royal Imagery in Medieval Georgia. Penn State Press, ISBN 0271016280.
- რობერტ ტომსონი (1996), Rewriting Caucasian History. Oxford University Press, ISBN 0198263732.
- (ფრანგული) ჟან ფ. ვანიერი (1975), Familles byzantines, les Argyroi: IXe-XIIe siècles. Paris: Publications de la Sorbonne.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი: ალდე დედოფალი |
საქართველოს დედოფალი 1032–1033 |
შემდეგი: ბორენა (დედოფალი) |