ანა კომნენოსი (საქართველოს დედოფალი)
იერსახე
| ანა კომნენოსი | |
|---|---|
| Άννα Μεγάλη Κομνηνή | |
| საქართველოს დედოფალი | |
| მმართ. დასაწყისი: | 1367 |
| მმართ. დასასრული: | 1393 |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 6 აპრილი, 1357 |
| დაბ. ადგილი: | ტრაპიზონის იმპერია |
| გარდ. თარიღი: | 1406 წლის შემდეგ |
| მეუღლე: | ბაგრატ V |
| შვილები: | კონსტანტინე I |
| დინასტია: | კომნენოსები |
| მამა: | ალექსი III |
| დედა: | თეოდორა კანტაკუზენე |
ანა კომნენოსი (ბერძ. Άννα Μεγάλη Κομνηνή, Anna Megalē Komnēnē; დ. 6 აპრილი, 1357 — გ. 1406 წლის შემდეგ) — საქართველოს დედოფალი 1367 წლიდან[1]. ბაგრატ V-ის მეორე მეუღლე. ერთიანი საქართველოს მეფის კონსტანტინე I-ის დედა.
ანა კომნენოსი დაიბადა 1357 წელს ტრაპიზონის იმპერიაში. იმპერატორ ალექსი III-ისა და დედოფალ თეოდორას უფროსი შვილი[2].
1367 წლის ივნისში, 10 წლის ასაკში, გახდა საქართველოს მეფის ბაგრატ V-ის მეორე მეუღლე. მომავალ დედოფალს საქართველოში თან ახლდა მამა და ბებია[1].
მეფე ბაგრატის პირველი მეუღლე ელენე გარდაიცვალა შავი ჭირის შედეგად და დარჩა ორი ვაჟი[3]. 1369 წელს შეეძინა კონსტანტინე, რომელიც საქართველოს მეფე იყო 1407–1411 წლებში. ანა დედოფალს გასჩენია მეორე შვილიც ულუმპია.
ანა დედოფალი გარდაიცვალა 1406 წლის შემდეგ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, თბ., 1966 წ., გვ., 277
- ↑ Michael Panaretos, Chronicle, 22. Greek text in Original-Fragmente, Chroniken, Inschiften und anderes Materiale zur Geschichte des Kaiserthums Trapezunt, p.2; in Abhandlungen der historischen Classe der königlich bayerischen Akademie 4 (1844), abth. 1, p. 27; German translation, p. 55
- ↑ Cyril Toumanoff, "The Fifteenth-Century Bagratids and the Institution of Collegial Sovereignty in Georgia" Traditio, 7 (1949-1951), p. 171