გვანცა დედოფალი
გვანცა დედოფალი (გ. დაახლოებით 1262) — საქართველოს დედოფალი, ჯერ ავაგ ათაბაგის, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ (1250 წ.) დავით VII ულუს მეუღლე, რაჭის ერისთავის - კახაბერის ასული. მონღოლთა წინააღმდეგ დავით ულუს აჯანყების გამო გვანცა დედოფალი და მისი მცირეწლოვანი შვილი დემეტრე (შემდეგში დემეტრე II თავდადებული) მონღოლებმა შეიპყრეს. ჰულაგუ-ხანმა დედოფალი სიკვდილით დასაჯა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 132.