ელა მაი
ელა მაი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ელა მაი ჰოუელი |
დაბ. თარიღი | 3 ნოემბერი, 1994 |
დაბ. ადგილი | ლონდონი[1] |
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
აქტიური | 2014 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | ellamai.com |
ელა მაი ვიკისაწყობში |
ელა მაი ჰოუელი (ინგლ. Ella Mai Howell; დ. 3 ნოემბერი, 1994, ლონდონი, ინგლისი) — ინგლისელი რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი. მუსიკალური კარიერა დაიწყო ბრიტანულ-ირლანდიის თანამედროვე მუსიკის ინსტიტუტში 2014 წელს. ამ დროს გამოვიდა X Factor-ის მე-11 სეზონში. 2015 წელს გამოუშვა თავისი სადებიუტო მინიონი (EP), Troubled. იმავე წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ხმისჩამწერ ლეიბლებთან 10 Summers Records და Interscope Records.
2016 წლიდან 2018 წლამდე გამოუშვა სამი EP: Time, Change და Ready. 2018 წელს გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელსაც უძღოდა სინგლები „Boo'd Up" და „Trip". ორივე სიმღერა მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში. 2019 წელს კომპოზიციამ „Trip" მოიპოვა გრემის ჯილდო საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერის კატეგორიაში. ასევე მუსიკოსი ნომინირებული იყო British Breakthrough Act-ის კატეგორიაში 2019 წლის Brit Awards-ზე.[2] იმავე წელს მოიგო სამი ჯილდო 2019 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, მათ შორის საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ შემსრულებლის კატეგორიაში.[3]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელა მაი დაიბადა 1994 წლის 3 ნოემბერს. დედას ძალიან უყვარდა ამერიკული ჯაზი, რის გამოც დაარქვა მუსიკოსს სახელი ელა ფიცჯერალდის პატივსაცემად.[4] მაი ლონდონიდან ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად 12 წლის ასაკში.[5] იქ დაამთავრა ქუინსის უმაღლესი სკოლა და 17 წლის ასაკში ლონდონში დაბრუნდა.[6][7]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელა მაიმ მუსიკალური კარიერა დაიწყო ბრიტანულ-ირლანდიის თანამედროვე მუსიკის ინსტიტუტში 2014 წელს. ამ დროს გამოვიდა X Factor-ის მე-11 სეზონში. 2015 წელს SoundCloud-ში ატვირთა სადებიუტო სოლო EP, Troubled. მალევე კონტრაქტი დადო ლეიბლებთან 10 Summers Records და Interscope Records.[8] 2016 წლის თებერვალში გამოუშვა ახალი EP, Time. ჩანაწერი ექვსი კომპოზიციისგან შედგება.[9] მეორე EP, Change, 2016 წლის ნოემბერში, ხოლო მესამე, Ready, 2017 წლის თებერვალში გამოვიდა. იმავე წელს კეილანთან ერთად გამართა ტურნე „SweetSexySavage“.[10] ამან ხელი შეუწყო მაის პოპულარობის გაზრდას.
2018 წლის 26 აპრილს გამოუშვა მუსიკალური კლიპი კომპოზიციისთვის „Boo'd Up". ნამუშევარი ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ-10 ში მოხვდა.[11] როლინგ სტოუნის თქმით კომპოზიცია არის „ბოლო 10 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რიტმ-ენდ-ბლუზ სინგლი".[12] იმავე წლის 14 აგვისტოს ბრუნო მარსთან ერთად იმღერა ტურნეზე „24K Magic World Tour“.[13] 3 აგვისტოს გამოუშვა სინგლი „Trip". სიმღერამ ბილბორდის ცხელ ასეულში მე-11 ადგილი დაიკავა.[14] მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი 2018 წლის 12 ოქტომბერს გამოუშვა. ალბომში შევიდა 16 კომპოზიცია, აქედან კი 3 იყო კოლაბორაციული ნამუშევარი კრის ბრაუნთან, H.E.R.-თან და ჯონ ლეჯენდთან. პირველივე კვირაში ალბომის 69,000 ასლი გაიყიდა. 2018 წლის 22 ოქტომბერს მუსიკოსმა განაცხადა, რომ მომავალი წლის იანვარში დაიწყება სადებიუტო სოლო ტურნეს. ნოემბერში JID-ისთან ერთად ჩაწერა სიმღერა „Tiiied", ასევე 6lack-სა და Meek Mill-სთან ერთად ჩაწერა კოლაბორაციული კომპოზიცია „24/7".
მაიმ მიიღო გრემის ჯილდოს ორი ნომინაცია - წლის საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერა კომპოზიციისთვის „Trip" და წლის სიმღერა კომპოზიციისთვის „Boo'd Up".[15] ნამუშევარმა „Trip" მოიპოვა გრემის ჯილდო საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერის კატეგორიაში. მუსიკოსმა ასევე მოიგო ჯილდო 2019 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერის, საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ შემსრულებლისა და საუკეთესო ქალი რიტმ-ენდ-ბლუზ შემსრულებლის კატეგორიებში.[16] მუსიკოსი ნომინირებული იყო British Breakthrough Act-ის კატეგორიაში 2019 წლის Brit Awards-ზე.18 ნოემბერს იმღერ ა Saturday Night Live-ში.[17][18] მუსიკის გარდა, მაი გამოვიდა სკეტჩში Nickelodeon's All That-ზე (რომელიც გავიდა ეთერში 2019 წლის 27 ივლისს) სახელწოდებით "Boo'd Up".
2020 წელს გრემის მესამე ნომინაცია დაიმსახურა საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომის კატეგორიაში მისი სადებიუტო ალბომისთვის. 2020 წლის 2 ოქტომბერს მაიმ გამოუშვა სინგლი „Not Another Love Song".[19] 28 იანვარს, გამოუშვა ახალი კომპოზიცია „DFMU". 6 მაისს გამოვიდა მისი მეორე სტუდიური ალბომი „Heart on My Sleeve“. ალბომი ბილბორდ 200-ში მე-15 ადგილზე გავიდა.
გავლენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელა მაის თქმით მისი მუსიკის სტილზე ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს შემდეგმა მუსიკოსებმა: ლორინ ჰილი, კრის ბრაუნი, ბრენდი, Destiny's Child, ალიშა კისი და მერაია კერი.[20]
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Allmusic — 1991.
- ↑ Daly, Rhian. (12 January 2019) IDLES, The 1975, and Dua Lipa amongst stars nominated for 2019 BRIT Awards. ციტირების თარიღი: 24 January 2019
- ↑ Lynch, Joe (1 May 2019). „2019 Billboard Music Awards Winners: The Complete List“. Billboard.
- ↑ Ella Mai Makes The Music That We Can't Stop Listening To (24 March 2017). ციტირების თარიღი: 27 November 2018
- ↑ Ella Mai en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მაისი 2023. ციტირების თარიღი: 4 October 2021
- ↑ Chartbreaker: Ella Mai Can't Believe How Huge 'Boo'd Up' Has Become: 'I Have No Words' (20 June 2018). ციტირების თარიღი: 27 November 2018
- ↑ Robinson, Peter (9 February 2019). „Ella Mai: 'I don't know the last time an R&B artist was recognised at the Brits'“. The Guardian. ციტირების თარიღი: 30 January 2021.
- ↑ Ella Mai (24 May 2018).
- ↑ Howard, Jackson. (2018) Ella Mai's Slow Burn. ციტირების თარიღი: 16 June 2018
- ↑ DJ Mustard signee Ella Mai is 'Ready' to be a household name in R&B [Interview – EARMILK] (20 March 2017).
- ↑ Zellner, Xander (30 May 2018). „Ella Mai Scores First Top 10 on Billboard Hot 100 With 'Boo'd Up'“. Billboard. ციტირების თარიღი: 16 June 2018.
- ↑ Leight, Elias (23 May 2018). „'Boo'd Up': How Ella Mai Is Leading Female R&B Singers Back Onto the Charts“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 16 June 2018.
- ↑ Bruno Mars Replaces Cardi B with Ciara, Boyz II Men and More on 24K Magic Tour en-US. ციტირების თარიღი: 15 August 2018
- ↑ „Ella Mai Is Lovestruck on Her New Single 'Trip'“. Billboard.
- ↑ ELLA MAI NOMINATED FOR GRAMMY AWARD. ციტირების თარიღი: 5 January 2019
- ↑ „2019 Billboard Music Awards Winners: The Complete List“. Billboard. ციტირების თარიღი: 2 May 2019.
- ↑ Ella Mai Performs "Trip" and "Boo'd Up" on 'SNL': Watch (18 November 2018). ციტირების თარიღი: 27 November 2018
- ↑ Alford, Emily. (18 November 2018) On Saturday Night Live, Ella Mai is Pure '90s R&B Heartthrob. ციტირების თარიღი: 27 November 2018
- ↑ ellamai. (25 September 2020) not another love song. october 2nd. produced by @Boi1da, @Jahaansweet and @itstherascals. written by myself and @VarrenWade. thank you for your patience, we back baby 💙. ციტირების თარიღი: 25 September 2020
- ↑ Chris Brown Previews Ella Mai Collaboration.