შინაარსზე გადასვლა

ეკლესიის მამები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ეკლესიის მამები“. მინიატურა ძველრუსული ე. წ. სვიატოსლავის კრებულიდან (1076 წ.)

ეკლესიის მამები, წმინდა მამები (ბერძ. Ἐκκλησιαστικοί Πατέρες) — საპატიო ტიტული, რომელიც გამოიყენება IV საუკუნიდან გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწეებისა და მწერლების აღსანიშნავად, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საეკლესიო დოგმატიკის, იერარქიული ორგანიზაციისა და ეკლესიის ღვთისმსახურების ფორმირებაში, კანონების შექმნაში. ითვლება, რომ წმინდა მამები გამოირჩევიან ორთოდოქსალური სწავლებებით, სიწმინდითა და ეკლესიის აღიარებით. წმინდა მამათა ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სწავლებებს პატრისტიკა ეწოდება.

რომის კათოლიკურ ეკლესიაში წმინდა მამებად ითვლებიან: ამბროსი მედიოლანელი, ავგუსტინე ნეტარი, იერონიმე და გრიგოლ I დიდი, მართლმადიდებელშიათანასე ალექსანდრიელი, ბასილი დიდი კესარიელი, გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი, იოანე დამასკელი.

მიაკუთვნებენ გარკვეული პერიოდის საეკლესიო მოღვაწეებს (ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ეს პერიოდი XII ს-მდე გრძელდება) და ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხულ იმ პირებს, რომელთა მოძღვრება ორთოდოქსულად არის მიჩნეული. ეკლესიის მამათა კლასიკური პერიოდი დასავლეთში წმინდა ისიდორე სევილიელით სრულდება,[1] რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაშიიოანე დამასკელით,[2] ბერძნულ ეკლესიებში კი გრიგოლ პალამათი და მისი მიმდევრებით.

ეკლესიის მამების არაერთი დოგმატიკური, ლიტურგიკული, მორალისტურასკეტური, ჰაგიოგრაფიული თუ ფილოსოფიური ნაწარმოები ადრევე ითარგმნა ქართულად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ძველ ქართულ მწერლობაში ბასილი დიდის თხზულებამ „ექუჳსთა დღეთაჲ“, გრიგოლ ნოსელის „კაცისა შესაქმისათჳს“, ათანასე ალექსანდრიელის „ცხოვრება წმიდისა ანტონისი“ და სხვ. თხზულებები თარგმნეს ექვთიმე და გიორგი მთაწმიდლებმა, ეფრემ მცირემ, გრიგოლ ოშკელმა, დავით ტბელმა და სხვ.

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
  • Максим Исповедник. Письма / Пер. Е. Начинкина. — Спб., 2007. — 285 с
  • Шафф Ф. История христианской Церкви. — 2-е. — СПб.: Библия для всех, 2010. — Т. II. — 589 с.
  • Bardenhewer O. Patrology. — 1908. — 680 p.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bardenhewer 1908, p. 4.
  2. Шафф 2010.