ეთერზეთოვანი მცენარეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ეთერზეთოვანი მცენარეები, მცენარეები, რომელთა ფოთოლი, ყვავილი, ფესვი და სხვა ორგანო შეიცავს აქროლად, სურნელოვან ეთეროვან ზეთებს. იყენებენ ეთერზეთების მრეწველობაში, პარფიუმერიაში, მედიცინაში, ვეტერინარიაში, კვების მრეწველობაში, კულინარიაში და სხვა. ეთერზეთოვანი მცენარეები გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში. ეთეროვანი ზეთების შედგენილობა მეტად ცვალებადია არა მარტო სხვადასხვა სახეობის, არამედ ზოგჯერ ერთი და იმავე სახეობისა და ჯიშის სხვადასხვა ინდივიდშიც, რაც დამოკიდებულია ჰავაზე, ნიადაგზე, აგროტექნიკასა და სხვა პირობებზე. ცნობილია ეთერზეთოვანი მცენარეების დაახლოებით 2500 სახეობა. საქართველოში 1977 წელს აბაშის, სენაკის, გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის და მარნეულის რაიონებში ეთერზეთოვანი მცენარეებს 3150 ჰა-ზე მეტი ფართობი ეჭირა. ეთერზეთოვანი მცენარეები მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. მოსავალს იღებენ იმ პერიოდში, როდესაც მცენარეში ეთერზეთი მაქსიმალური რაოდენობითაა, ნედლეული სასწრაფოდ იგზავნება გადასამუშავებლად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩიქვანაია ე., ქსე, ტ. 4, გვ. 48, თბ., 1979