ევგენი ბოკარევი
| ევგენი ბოკარევი | |
|---|---|
| რუს. Евгений Алексеевич Бокарёв | |
| დაბ. თარიღი | 12 (25) თებერვალი, 1904 |
| დაბ. ადგილი | სრედნი ეგორლიკი, მედვეჟენსკის ოლქი, სტავროპოლის პროვინცია, რუსეთის იმპერია |
| გარდ. თარიღი | 11 მარტი, 1971 (67 წლის) |
| გარდ. ადგილი | მოსკოვი, საბჭოთა კავშირი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ნახურ-დაღესტნური ენები და ლინგვისტიკა, ესპერანტოლოგი, კავკასიური ენების დარგის სპეციალისტი |
| მუშაობის ადგილი | საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტი |
| ალმა-მატერი | როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი |
| სამეცნიერო წოდება | პროფესორი |
| ჯილდოები |
|
ევგენი ბოკარევი (რუს. Евге́ний Алексе́евич Бокарёв; დ. 12 (25) თებერვალი, 1924, სოფ. სრედნე-ეგორლიკსკოე, სტავროპოლის გუბერნია, ამჟამად სოფ. სრედნი ეგორლიკი, როსტოვის ოლქი — გ. 11 მარტი, 1971, მოსკოვი) — საბჭოთა ენათმეცნიერი, დაღესტნური ენების მკვლევარი, ესპერანტოლოგი, ლექსიკოგრაფი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიური ენების სექტორის ხელმძღვანელი, შეადგინა თავისი დროისთვის ყველაზე სრულყოფილი ლექსიკონები რუსულ-ესპერანტო (გამომცემლობა ენციკლოპედია, 1966) და ესპერანტო-რუსული (1974)
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწავლობდა ქალაქ თემირ-ხან-შურას (ახლანდელი ბუინაკსკი) სკოლაში. საშუალო სკოლა დაამთავრა 1922 წელს სოფ. სრედნე ეგორლისკში სადაც მშობლები 1921 წლის დასაწყისში დაბრუნდნენ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ. სწავლის პარალელურად, დაიწყო მუშაობა დაწყებით სკოლაში მასწავლებლად.
1922 წელს ჩაირიცხა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში,[1] ხოლო 1923 წელს გადავიდა როსტოვის უნივერსიტეტში, სადაც დაამთავრა პედაგოგიური ფაკულტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1925 წლიდან ჩრდილოეთ ოსეთსა და დაღესტანში პედაგოგად მუშაობდა.[1]
1931 წლიდან სამუშაოდ წავიდა დაღესტნის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმი, შემდეგ დაიცვა დისერტაცია და 1937 წელს მიიღო კანდიდატის ხარისხი, ხოლო 1938 წელს დოცენტის აკადემიური წოდება. 1939 წელს ჩააბარა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ენისა და აზროვნების ინსტიტუტის სადოქტორო პროგრამაზე, მაგრამ დიდი სამამულო ომის დაწყების გამო მისი დასრულება ვერ მოასწრო. ის გაიწვიეს საზღვაო ფლოტში, სადაც მსახურობდა 1941 წლის ივნისიდან 1946 წლის ივნისამდე. 1941 წლის 11 სექტემბერს მძიმედ დაიჭრა. ომის დროს, 1944 წელს, შეუერთდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რიგებს. 1946 წელს დემობილიზაციის შემდეგ ჩაირიცხა ენისა და აზროვნების ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1950 წელს, მისი ლიკვიდაციის შემდეგ — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში.[1] იყო რუსეთის მთავარი საენათმეცნიერო ჟურნალის — „Вопросы языкознания“ — პასუხისმგებელი მდივანი (1952–1955).
1955 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „დაღესტნის ცეზური (დიდოური) ენები“ (წიგნად გამოიცა 1959 წელს).
1957 წელს ბოკარევი მონაწილეობდა ახალგაზრდობისა და სტუდენტების VI საერთაშორისო ფესტივალის (მოსკოვი) მომზადებაში — ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ქვეყნიდან ესპერანტისტების შეხვედრების ორგანიზებას. ფესტივალის შემდეგ საბჭოთა კავშირში დაიწყო ესპერანტოს მოძრაობა, (1930-იანი წლების შუა პერიოდიდან ესპერანტისტებს დევნიდნენ, ესპერანტოს კავშირის ხელმძღვანელობა რეპრესირებულ იქნა).
ბოკარევს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ საბჭოთა კავშირში ესპერანტოს ოფიციალური სახე მისცემოდა — 1962 წელს საბჭოთა საზოგადოებების კავშირის ქვეშ უცხო ქვეყნების ხალხებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობისთვის (SSOD) შეიქმნა საბჭოთა ესპერანტისტთა საერთაშორისო ურთიერთობების კომისია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ესპერანტისტების ერთადერთი ოფიციალური ორგანიზაცია იყო ქვეყანაში. ბოკარევი ამ კომისიის თავმჯდომარე იყო დაარსებიდან გარდაცვალებამდე.[2]
1963 წლიდან იყო ესპერანტოს მარეგულირებელი ორგანოს ესპერანტოს აკადემიის წევრი.
ე. ბოკარევი მონაწილეობდა კამათში „ბუნებრივი“ და „ხელოვნური“ ენების შესახებ, ეწინააღმდეგებოდა საკითხის ასე დაყენებას. მისი აზრით, ყველა ენა ამა თუ იმ გზით ხელოვნურია — ისინი წარმოიქმნება საზოგადოების წიაღში და განიცდის მის აქტიურ გავლენას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ვისაუბროთ ცალკეული ენების ხელოვნურობის ხარისხზე, მაგრამ არ მოვახდინოთ „ბუნებრივი“ და „ხელოვნური“ ენების დაპირისპირება.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მშობლები — ალექსეი ბოკარევი და ანტონინა სემიონოვა (დაბ. იაკუბოვა)[3]
- მეუღლე — ნატალია გორლოვა
- ქალიშვილი ლუდმილა, ცოლად გაჰყვა ლინგვისტ ვ. ლოპატინს.
- შვილიშვილი ნიკოლაი ლოპატინი, ისტორიკოსი
- ქალიშვილი ანტონინა
- ქალიშვილი ლუდმილა, ცოლად გაჰყვა ლინგვისტ ვ. ლოპატინს.
- მისი უმცროსი ძმა იყო დაღესტნელი ენათმეცნიერი ანატოლი ბოკარევი, რომელიც ადრე დაიღუპა.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შრომის წითელი დროშის ორდენი (03.27.1954)
- წითელი ვარსკვლავის ორდენი (12.06.1944)
- მედალი „ლენინგრადის დაცვისათვის“
- „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი
- მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“
- „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლისთავის“ საიუბილეო მედალი
- საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების 50 წელი“
რჩეული შრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Цезские (дидойские) языки Дагестана. М.: Изд-во Акад. наук СССР, 1959.
- Сравнительно-историческая фонетика восточнокавказских языков. М.: Наука , 1981.
- Эсперанто-русский словарь — Esperanta-rusa vortaro: Ок. 26000 слов. С прил. крат. граммат. очерка эсперанто / Е. А. Бокарев
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Евгений Алексеевич Бокарёв (1904–1971) — Институт языкознания Российской академии наук
- . А. Бокарёв. Некролог — Известия АН СССР. Серия литературы и языка, 1971, вып. 6.
- Е. А. Бокарёв и интерлингвистика // Проблемы интерлингвистики. Типология и эволюция международных искусственных языков. М: Наука, 1976.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Автобиография на сайте ИЛИ РАН. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-01. ციტირების თარიღი: 2025-10-30
- ↑ История репрессий против эсперантистов с архивными данными. ციტირების თარიღი: 2025-10-30
- ↑ Л. Е. Лопатина (Бокарёва). Воспоминания о Евгении Алексеевиче Бокарёве. ციტირების თარიღი: 2025-10-30
- წითელი დროშის ორდენის კავალრები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- დაბადებული 25 თებერვალი
- დაბადებული 1904
- გარდაცვლილი 11 მარტი
- გარდაცვლილი 1971
- მოსკოვში გარდაცვლილები
- საბჭოთა ენათმეცნიერები
- ლენინგრადის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 50 წლის საიუბილეო მედლით დაჯილდოებულები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლის მედლით დაჯილდოებულები