შინაარსზე გადასვლა

ბუინაქსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბუინაქსკი
ხუნძ. Шура
ლეზ. Шура
ლაკ. Щурагьи
რუს. Буйнакск
გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი დაღესტანი
კოორდინატები 42°49′00″ ჩ. გ. 47°07′00″ ა. გ. / 42.81667° ჩ. გ. 47.11667° ა. გ. / 42.81667; 47.11667
დაარსდა 1834
ფართობი 20.95 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 490 მეტრი
მოსახლეობა 69 554 (2024)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3
საფოსტო ინდექსი 368220
ოფიციალური საიტი http://buynaksk05.ru/
ბუინაქსკი — რუსეთი
ბუინაქსკი
ბუინაქსკი — დაღესტანი
ბუინაქსკი

ბუინაქსკი (რუს. Буйнакск) — ქალაქი რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკაში. მდებარეობს კავკასიონის მთისწინეთში, მდინარე შურა-ოზენის ნაპირზე. ქალაქში არის რკინიგზის სადგური. მოსახლეობა 65658 ადამიანი (2010).

დაარსდა 1834 წელს. ქალაქის სტატუსი მიიღო 1866 წელს. 1922 წლამდე ეწოდებოდა თემირხანშურა. სახელი შეეცვალა ულუბი ბუინაქსკის პატივსაცემად. 1970 წელს ძლიერად დააზიანა მიწისძვრამ.