რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიურ ენათა განყოფილება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Институт языкознания РАН
დაფუძნდა 1950
ტიპი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტი
ქვეყანა რუსეთი
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიურ ენათა განყოფილება — რუსეთი
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიურ ენათა განყოფილება
http://iling-ran.ru/

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტი (რუს. Институ́т языкозна́ния РАН, (ინსტიტუტის გავრცელებული შემოკლებები ИЯ РАН, ИЯз РАН)) — რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის ენისა და ლიტერატურის სტრუქტურული დანამატი.

ინსტიტუტი წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას რუსეთში, რომელშიც წარმოებს ენათმეცნიერების თეორიული პრობლემების კვლევები, ამასთანავე აქ შეისწავლიან რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ენებს, დსთ-ს და საზღვარგარეთის, მათ შორის, რომანულ, გერმანულ, კელტურ, ირანულ, თურქულ, მონღოლურ, ფინურ-უნგრულ ენებს, კავკასიურ ენებს, ტროპიკული აფრიკის, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ენებს.

მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ტიპოლოგიური და შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერების პრობლემებს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული სოციოლინგვისტური პრობლემების გამოკვლევას, როგორიცაა ენობრივი სიტუაცია, ენობრივი პოლიტიკა, ენობრივი კონფლიქტები.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიურ ენათა განყოფილება დაკავებულია კავკასიით, მოცემულ რეგიონში არსებული ენების კვლევით და მათი სოციოლინგვისტური მონიტორინგითა და სახელმწიფო ენობრივ პოლიტიკაში სათანადო რეკომენდაციების შემუშავებით.

ინსტიტუტის ხელმძღვანელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენათმეცნიერების ინსტიტუტის მართვას განახორციელებს ამავე ინსტიტუტის დირექცია შემდეგი შემადგენლობით:

  • ინსტიტუტის დირექტორი — ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანდრეი კიბრიკი (რუს. Андрей Александрович Кибрик)
  • დირექტორის მოადგილე სამეცნიერო საქმიანობაში — ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ვლადიმირ სიდელცევი (რუს. Андрей Владимирович Сидельцев)
  • დირექტორის მოადგილე სამეცნიერო საქმიანობაში — ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ანდრეი შლუინსშკი (რუს. Андрей Болеславович Шлуинский)
  • დირექტორის მოადგილე ზოგად საკითხებში — ვიქტორ პერლეი (რუს. Виктор Николаевич Перлей)
  • სწავლული მდივანი — ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ვლადიმირ კარპოვი (რუს. Владимир Ильич Карпов)

ინსტიტუტის დირექტორი განაგებს ასევე ინსტიტუტის სასწავლო საბჭოს მუშაობას.

სამეცნიერო მიმართულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენათმეცნიერების ინსტიტუტში წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებები:

  • ენის თეორია, ლინგვისტური ტიპოლოგია და შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერება;
  • მსოფლიოს ენათა, მათ შორის იშვიათი და გაქრობის წინაშე მდგარი ენების აღწერა;
  • არეალური ლინგვისტიკა;
  • სოციოლინგვისტიკა;
  • ეთნოლინგვისტიკა;
  • ფსიქოლინგვისტიკა;
  • ლიტერატურული ენების ისტორია;
  • კომპიუტერული ლინგვისტიკა;
  • ლექსიკოგრაფია;
  • ენის ლოგიკური ანალიზი;
  • ექსპერიმენტული ფონეტიკა და სემანტიკა;
  • თარგმანის თეორია.

ბმულები ინსტიტუტის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]