ევა ხუტუნაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევა ხუტუნაშვილი
დაბადების თარიღი 2 ნოემბერი, 1949
ბაისუბანი, სსსრ
საქმიანობა მსახიობი

ევა ხუტუნაშვილი (დ. 2 ნოემბერი, 1949) — ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1987); სახელმწიფო, აკაკი წერეთლის, ნ. ჩხეიძის სახელობის პრემიების ლაურეატი; ღირსების ორდენის კავალერი; ქუთაისის საპატიო მოქალაქე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევა ხუტუნაშვილი 1949 წლის 2 ნოემბერს დაიბადა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაისუბანში.

1972 წლიდან ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. სცენაზე 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული. მათ შორის: მაგდა, დედა (ა. ჩხაიძის „შთამომავლობა“, „თავისუფალი თემა“), გრაფინია (ლევ ტოლსტოის „ანა კარენინა“, რეჟ. გ. სიხარულიძე), ქალბატონი ჩიტუნია (შალვა დადიანის „გუშინდელნი“, რეჟ. გ. სიხარულიძე), პირველი კუდიანი (უილიამ შექსპირის „მაკბეტი“, რეჟ. ი. ხუციშვილი), ქალი (დონალდ ლი კობურნის „ჯინი“, რეჟ. კ. აბაშიძე), დედოფალი დარეჯანი (ჯაბა იოსელიანის „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“ რეჟ. გ. კაპანაძე), ექთანი სარა („უსასრულობის ათვლა იწყება…“ რეჟ. გ. სიხარულიძე) და სხვა.

2009 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის შენობის წინ გაიხსნა ევა ხუტუნაშვილის ვარსკვლავი.[1]

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მესხიშვილის თეატრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-20. ციტირების თარიღი: 2023-01-20.