ევა ბრუნე
ევა ბრუნე | |
ბრუნე 2012 წელს | |
სტოკჰოლმის ეპისკოპოსი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 მაისი, 2009 – 2019 | |
წინამორბედი | კაროლინ კრუკი |
მემკვიდრე | ანდრეს ჰოლმბერგი |
დაბადებული | 7 მარტი, 1954 მალმო, შვედეთი |
ეროვნება | შვედი |
მეუღლე | განილა ლინდენი |
განათლება | ლუნდის უნივერსიტეტი |
რელიგია | ლუთერანობა |
გერდ ევა სესილია ბრუნე (შვედ. Gerd Eva Cecilia Brunne; დ. 7 მარტი, 1954, მალმო, შვედეთი) — შვედეთის ეკლესიის ეპისკოპოსი. 2009-2019 წლებში იყო სტოკჰოლმის ეპისკოპოსი. მსოფლიოში ცნობილია, როგორც პირველი ღიად ლესბოსელი ეპისკოპოსი საეკლესიო ცხოვრებაში და შვედეთის ეკლესიის პირველი ეპისკოპოსი, რომელიც იმყოფება ოფიციალურად ერთსქესიან ქორწინებაში.
განათლება და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრუნე 1954 წლის 7 მარტს, შვედეთის ქალაქ მალმოში დაიბადა, სადაც გაიზარდა.[1][2] კოლეჯის შემდეგ, ლუნდის უნივესტიტეტის თეოლოგიის სტუდენტი გახდა. 1978 წელს ბრუნე აკურთხეს მღვდლად და დაიწყო მსახურება ლუნდის ეპარქიაში, რომელიც მოიცავს შვედეთის ყველაზე სამხრეთ ბლეკინგესა და სკონეს პროვინციებს. მღვდლობის პირველი წლები მან ბლეკინგესა და კარლსკრონაში გაატარა. 1980 წელს, შვედეთის სტუდენტური ქრისტიანული მოძრაობის გენერალურ მდივნად დანიშვნის შემდეგ, ბრუნემ მუდმივად საცხოვრებელად სტოკჰოლმში გადმოვიდა. 1990 წელს, სანდბიბერგის სამწყსოს მღვდლის პოსტის დაკავებამდე, იგი მსახურობდა უნივერსიტეტის კაპელანისა და ეპისკოპოსის მრჩეველის თანამდებობაზე. სანდბიბერგში რვაწლიანი მღვდლობის შემდეგ, ბრუნემ კიდევ რვა წელი გაატარა, როგორც ფლემინგსბერგის მღვდელი. 2000 წელს, ბრუნე გახდა ჰადინგესა და ბოტკირკას დეკანოზი, სადაც 2006 წლამდე მსახურობდა.[3]
ეპისკოპოსობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1997 წლიდან 2005 წლამდე სტოკჰოლმის ლუთერანული ეპარქიის სათავეში სასულიერო პირად გატარების შემდეგ, 2006 წელს ის ეპარქიის დეკანოზი გახდა. 2009 წლის 26 მაისს ბრუნე სტოკჰოლმის ეპისკოპოსად აირჩიეს,[3][4] სადაც ის კაროლინ კრუკი შეცვალა.[5] ამით ის გახდა მსოფლიოში პირველი ღიად ლესბოსელი ეპისკოპოსი და შვედეთის ეკლესიის პირველი ეპისკოპოსი, რომელიც ცხოვრობს ერთსქესიან ქორწინებაში.[6]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 წლიდან[2] ბრუნე რეგისტრირებულ ქორწინებაშია განილა ლინდენთან, რომელიც ასევე შვედეთის ეკლესიის მღვდელია. წყვილის ურთიერთობამ საეკლესიო კურთხევაც მიიღო და ჰყავთ ვაჟი, დაბადებული 2005 წელს.[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ringborg, Maria (26 May 2009). „Eva Brunne vann biskopsvalet i Stockholms stift“. dn.se. ციტირების თარიღი: 9 June 2013.
- ↑ 2.0 2.1 Lagercrantz, Agneta (15 November 2009). „En jordnära biskop“. svd.se. ციტირების თარიღი: 9 June 2013.
- ↑ 3.0 3.1 Bishop Eva Brunne. Church of Sweden. ციტირების თარიღი: 9 June 2013.
- ↑ Brunne, Eva (30 June 2009). „Anglicans snub Swedish lesbian bishop“. The Christian Century. ციტირების თარიღი: 9 June 2013.
- ↑ Geen, Jessica (1 June 2009). „Sweden appoints lesbian bishop“. Pink News. ციტირების თარიღი: 9 June 2013.
- ↑ 6.0 6.1 Schjonberg, Mary Frances. SWEDEN: Lesbian priest ordained as Lutheran bishop of Stockholm. Episcopal News Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 9 June 2013.