ედუარდ მიდლჰამელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედუარდ მიდლჰამელი
უელსის პრინცი
მმართ. წლები: 1483-1484
წინამორბედი: ედუარდი
მემკვიდრე: არტური
სხვა წოდებები: ჩესტერისა და სალისბურის ერლი, კორნუოლის ჰერცოგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დეკემბერი, 1473
გარდ. თარიღი: 9 აპრილი, 1484, (10 წლის)
დინასტია: იორკები
მამა: რიჩარდ III, ინგლისის მეფე
დედა: ანა ნევილი
რელიგია: კათოლიციზმი

ედუარდ მიდლჰამელი (ინგლ. Edward of Middleham; დ. დეკემბერი, 1473, მიდლჰამი, ინგლისი — გ. 9 აპრილი, 1484, მიდლჰამი, ინგლისი) — იორკთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე რიჩარდ III-ისა და დედოფალ ანა ნევილის ერთადერთი ვაჟი. უელსის პრინცი 1483 წლიდან გარდაცვალებამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედუარდი დაიბადა 1473 წლის დეკემბერში, მიდლჰამის სასახლეში, ჩრდილოეთ ინგლისში. იგი იყო მეფე ედუარდ IV-ის ძმის, გლოსტერის ჰერცოგ რიჩარდ იორკელისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია ანა ნევილის პირველი და უკანასკნელი შვილი. რიჩარდსა და ანას მეტი შვილი აღარ შესძენიათ, ისტორიული წყაროების მიხედვით კი, პრინცი ედუარდი დაბადებიდანვე სუსტი იყო და ხშირად ავადმყოფობდა.

1478 წელს ბიძამისის, ჰერცოგ ჯორჯ პლანტაგენეტის სიკვდილით დასჯის შემდეგ მეფემ მცირეწლოვან ედუარდს მისცა მისი ერთ-ერთი ტიტული — სალისბურის ერლობა. ვინაიდან იგი ტახტის მემკვიდრე არ ყოფილა, მატიანეები მასზე არც თუ ისე ბევრ ცნობას გვაწვდიან.

1483 წელს ედუარდ IV აღესრულა და ტახტი მცირეწლოვანმა ედუარდ V-მ დაიკავა. იმავე წელს ახალი მეფეცა და მისი ძმაც, იორკის ჰერცოგი რიჩარდი ედუარდ მიდლჰამის მამამ, გლოსტერის ჰერცოგმა ჯერ ტაუერში გამოკეტა, შემდეგ კი დახოცა. ვინაიდან ედუარდ IV-ის ყველა ვაჟი დაიღუპა, ტახტი გლოსტერმა, ანუ რიჩარდ III-მ დაიკავა, ედუარდ მიდლჰამელი კი, როგორც მისი ერთადერთი ვაჟი, უელსის პრინცი გახდა.

მისი პრინცობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან ედუარდი 1484 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა, 10 წლის ასაკში. ვინაიდან იგი უცნობი დაავადებით გარდაიცვალა, ვარაუდობენ, რომ იგი ჰენრი VII-ის დედამ, ლედი მარგარეტ ბეფორტმა მოწამლა. მისი გარდაცვალებიდან მალევე დაიღუპა დედოფალი ანაც, 1485 წელს კი ჰენრი ტიუდორმა ბოსვორტსის ბრძოლაში მოკლა უმემკვიდრეო რიჩარდ III და მისი ტახტი დაიკავა.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kendall, Paul Murray (1955). Richard the Third. Allen & Urwin. ISBN 0-04-942048-8.
  • Panton, Kenneth J. (2011). Historical Dictionary of the British Monarchy. Scarecrow Press. ISBN 0-8108-5779-0.