ედუარდ მურზაევი
ედუარდ მურზაევი | |
---|---|
რუს. Эдуард Макарович Мурзаев | |
დაბ. თარიღი | 19 მაისი (1 ივნისი), 1908 |
დაბ. ადგილი | სიმფეროპოლი[1] |
გარდ. თარიღი | 1 აგვისტო, 1998 (90 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | დონის სასაფლაო |
მოქალაქეობა |
![]() ![]() ![]() ![]() |
საქმიანობა | გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | გეოგრაფიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და გეოეკოლოგიის ფაკულტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, ნიკოლოზ პრჟევალსკის ოქროს მედალი, სტალინური პრემია, რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ობრუჩევის პრემია და პოლარული ვარსკვლავის ორდენი |
ედუარდ მაკარის ძე მურზაევი (დ. 19 მაისი (1 ივნისი), 1908, სიმფეროპოლი — გ. 1 აგვისტო, 1998, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოგეოგრაფი და ტოპონიმისტი, რსფსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1970). 1930 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი. 1931 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში; პროფესორი 1956 წლიდან. იყო მრავალი ექსპედიციის მონაწილე ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ძირითადი შრომები მიუძღვნა არიდული ტერიტორიების ლანდშაფტების განვითარების ისტორიას, ქვეყანათმცოდნეობას, გეოგრაფიული სახელების წარმომავლობას, ადგილობრივ ტერმინოლოგიას და აზიის გეოგრაფიული კვლევის ისტორიას. იყო ლევ ბერგის, ნიკოლოზ პრჟევალსკის, პეტრე კოზლოვის შრომების რედაქტორი და კომენტატორი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1951). დაჯილდოებულია სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნ. პრჟევალსკის მედლით (1947).[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Мурзаев Эдуард Макарович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Зайцева Н. А. Мурзаев Эдуард Макарович // Большая российская энциклопедия. т. 21. — М., 2013. — стр. 472–473.
- დაბადებული 1 ივნისი
- დაბადებული 1908
- გარდაცვლილი 1 აგვისტო
- გარდაცვლილი 1998
- მოსკოვში გარდაცვლილები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის ოქროს მედლით დაჯილდოებულები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- რსფსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწეები
- საბჭოთა გეოგრაფები
- რუსი გეოგრაფები
- გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორები
- რუსი აღმოსავლეთმცოდნეები