დუშეთის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუშეთის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
ისტორიული რაიონი ავლაბარი
წინა სახელები სურბ-მინასის ქუჩა, ნატახტრის ქუჩა

დუშეთის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); გელათის ქუჩიდან ლადო მესხიშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე სურბ-მინანსის ქუჩა ერქვა. სახელწოდება უკავშირდება ქუჩაზე მდგარ სურბ-მინასის ეკლესიას. დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე. 1925 წელს ნატახტრის ქუჩა დაერქვა. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც დუშეთის ქუჩა. ქუჩაზეა XIX საუკუნის წმინდა მარინეს ეკლესია. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]