გელათის ქუჩა
იერსახე
| გელათის ქუჩა | |
|---|---|
| საერთო ინფორმაცია | |
| ქვეყანა |
|
| ქალაქი |
|
| რაიონი | ისნის რაიონი |
| წინა სახელები | სურბ-მინასის შესახვევი, გესია გელფმანის ქუჩა |
გელათის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ავლაბრის ქუჩიდან ალაზნის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე ერქვა სურბ-მინასის შესახვევი. სახელწოდება უკავშირდებოდა მახლობლად მდებარე სურბ-მინასის ეკლესიას. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. 1923 წელს გესია გელფმანის ქუჩა დაერქვა, 1938 წელს — გელათის ქუჩა (აგრეთვე არსებობს სოფლები ტყიბულსა და ლაგოდეხში). შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აქვს 2 ჩიხი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 42-43, ISBN 978-99928-20-35-3.