დრუზები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დრუზები (არაბ. درزي‎‎ [დურუზ] ან [დერზი]; ებრ. דרוזי [დურზი]) — მუსლიმანური რელიგიური სექტის ისმაილიზმის ერთ-ერთი განშტოების მიმდევარი არაბები. ცხოვრობენ ლიბანში, სირიასა და მცირე რაოდენობით ისრაელში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დრუზების სექტა ჩამოყალიბდა XI საუკუნის დსაწყისში სამხრეთ ეგვიპტესა და ლიბანის ისმაილიტებში ბატინიტი მისიონერის დარაზის ქადაგების საფუძველზე. დრუზების ერთ-ერთი თვალსაჩინო იდეოლოგი იყო ალ-საიდ აბდალა ალტანუჰი. ლიბანში დრუზების ემირების ძალაუფლებამ განსაკუთრებულ ძლიერებას ფახრ ალ-დინ II მაანის (მართავდა 1560-1633 წლებში) და ბაშირ II შიჰაბის (მართავდა 1788 ან 1789-1840 წლებში) დროს მიაღწია. ძირითადი საქმიანობა იყო მიწათმოქმედება. ხელოსნობასა და ვაჭრობას XX საუკუნემდე თითქმის არ მისდევდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისში დრუზების ერთი ნაწილი ჰაურანში (სირია) ჯებელ-დრუზის რაიონში გადასახლდა.

XIX საუკუნის 40-60-იან წლებში ლიბანში დრუზებსა და ქრისტიან მარონიტებს შორის მოხდა არაერთი შეიარაღებული შეტაკება, რაც გამოწვეული იყო მარონიტ გლეხებსა და დრუზ ფეოდალებს შორის არსებული კლასობრივი განხეთქილებით.

XIX საუკუნის II ნახევარში და XX საუკუნეში ოსმალეთი ამაოდ ცდილობდა გაეუქმებინა დრუზების შეღავათები (სამხედრო ვალდებულების უქონლობა, იარაღის ტარების უფლება და სხვა), რასაც შედეგად მოჰყვა დრუზების ანტიოსმალური გამოსვლები. გამოსვლები (1869, 1888, 1894-1897, 1904, 1910 და სხვ.). საფრანგეთის მანდატის (1920-1943) პერიოდში სირიისა და ლიბანის დრუზები მონაწილეობდნენანტიიმპერიალისტურ აჯანყებებში. 1925-1927 წლებში ჯებელ-დრუზი საერთო სირიული ეროვნული აჯანყების ცენტრს წარმოადგენდა. 1958 წელს ლიბანის პროგრესიულ-სოციალისტური პარტია, რომლის უმრავლესობასაც დრუზები წარმოადგენდნენ აქტიურად მონაწილეობდა ზაფხულის ანტიიმპერიალისტურ აჯანყებებში.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დრუზების რწმენა არის მონოთეისტური და დაფუძვნებულია აბრაამისეულ რელიგიებზე, ასევე ჰამზა იბნ-ალის, ალ-ჰაქიმის, პლატონის, არისტოტელეს, სოკრატეს და ეხნატონის სწავლებებზე.[1][2] „სიბრძნის ეპისტოლენი“ წარმოადგენს დრუზების რწმენის ძირითად ნაწილს.[3] დრუზების რელიგია შეიცავს, ისლამის,[4] იუდაიზმის, ქრისტიანობის, გნოსტიციზმის, ნეპლატონიზმის, პითაგორიზმის, ინდუიზმის[5][6] და სხვა ფილოსოფიებს და რწმენებს, რაც მას მკაფიო და საიდუმლო ღვთისმეტყველებად აქცევს. დრუზების რწმენა აღიარებს რეინკარნაციას, რეინკარნაციული ციკლის დასრულების შემდეგ სული უერთდება კოსმოსურ გონს.

მიუხედავად იმისა, რომ წარსულში სხვებისაგან შევიწროვებულები იყვნენ, დრუზები დიდ როლს თამაშბდნენ ლევანტის ფორმირებაში და ისინი დღემდე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ მთელი რეგიონის ფარგლებში. როგორც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობა, ყველა ქვეყანაში სადაც კი დრუზები ცხოვრობენ, ხშირად განიცდიან დევნას. მიუხედავად იმისა, რომ მათი რწმენა ისმაილური ისლამისგან განვითარდა, დრუზები ხშირად არ მოიხსენებიან მუსლიმებად. მათი დევნა გამძლავრდა მამლუქებისა და ოსმალეთის იმპერიის მართველობის ქვეშ. დღესდღეობით დრუზები ისლამური სახალიფოს და ალ-კაიდის მთავარი სამიზნე გახდნენა. დრუზების სექტა ერთ-ერთი ყველაზე დიდი რელიგიური ჯგუფია ლევანტში, რომელიც 800.000-დან მილიონამდე მიმდევარს ითვლის. ისინი ძირითადად სირიაში, ლიბანში და ისრაელში, ასევე მცირეოდენი თემებით იორდანიაში და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში გვხდება. ყველაზე ძველი და მჭიდროდ დასახლებული დრუზების თემი გვხდება ლიბანის მთაზე, სირიის სამხრეთ ნაწილში, ჯაბალ ალ-დრუზეს მახლობლად. დრუზების ტრადიციები მნიშვნელოვნად განსხვავდება მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობის ტრადიციებისგან, მიუხედავად ამისა ისინი ადვილად ინტეგრირდებიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 644.
  • Беляев Е. А. Мусульманское сектантство, М., 1955

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (1 Jan 2010) Entrepreneurship and Religion. Edward Elgar Publishing, გვ. 314. ISBN 978-1-84980-632-9. 
  2. (24 Jul 2006) Kiss, Bow, Or Shake Hands: The Bestselling Guide to Doing Business in More Than 60 Countries, illustrated, Adams Media, გვ. 259. ISBN 978-1-59337-368-9. 
  3. Nejla M. Abu Izzeddin (1993). The Druzes: a new study of their history, faith, and society. BRILL, გვ. 108–. ISBN 978-90-04-09705-6. ციტირების თარიღი: 17 March 2011. 
  4. Daftary, Farhad (2013). A History of Shi'i Islam. I.B.Tauris. ISBN 0-85773-524-1. 
  5. The Israelis: Ordinary People in an Extraordinary Land, Donna Rosenthal, Simon and Schuster, 2003, p.296
  6. Kapur, Kamlesh. History Of Ancient India. Sterling Publishers Pvt. Ltd. ISBN 8120749103.