ლილ უეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლილ უეინი, 2011 წლის მარტი

დუეინ მაიკლ კარტერი, სასცენო სახელით ლილ უეინი (ინგლ. Lil Wayne დ. 27 სექტემბერი, 1982) — ამერიკელი რეპერი. 1996 წელიდან ის შეუერთდა ჯგუფს Hot Boys რომელშიც არასრულწლოვანი რეპერები იყვნენ. ლილ უეინმა Hot Boys'ის შემადგენლობაში მოიპოვა პოპულუარობა 1999 წელს, როდესაც ამ ჯგუფმა დიდი რაოდენობით გაყიდა ალბომი - Guerrilla Warfare. ლილ უეინის სადებიუტო სტუდიური ალბომი Tha Block is Hot 1999 წელს ჩაიწერა ხმის ჩამწერი კომპანიის Platinum'ის მიერ. მისი შემდეგი ალბომები იყო: Lights Out და 500 Degreez რომელებიც 2000 - 2002 წლებში ჩაწერა. ლილ უეინს დიდი წარმატება მოუტანა ალბომმა 2004 წელს გამოცემულმა ალბომმა - Tha Carter. ალბომი მოიცავდა სიმღერებს "Go D.J." და "Soldier" რომლებიც რომლებიც შევიდნენ Destiny's Child's საუკეთესო ათ სიმღერაში. ამ ალბომს 2005 წელს მოყვა Tha Carter II რომელიც ასევე საკმაოდ წარმატებული ალბომი იყო. 2006 და 2007 წლებში ლილ უეინი მუშაობდა ალბომზე Tha Carter III რომელიც 2008 წელს გამოვიდა და ლილ უეინის კარიერაში დღემდე საუკეთესო ალბომად ითვლება. ეს ალბომი მოიცავდა სიმღერებს "Lollipop", "Milli" და "Got Money". ამ ალბომმა მოიგო გრემის ჯილდო, როგორც რეპის საუკეთესო ალბომი. ამის შემდეგ ლილმა ჩაწერა რამდენიმე სიმღერა და 2011 წელს გამოუშვა ალბომი Tha Carter IV. ამ ალბომის გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ უკვე გაყიდული იყო 964.000 ასლი. ალბომის გამორჩეული სიმღერები იყო "6 Foot 7 Foot", "How to Love" და "She Will". 2012 წელს ლილ უეინს ჩაწერილი ჰქონდა 109 სიმღერა. დღესდღეობით ლილ უეინის სიმღერებიდან დიდი პოპულუარობით სარგებლობს: "mirror; რომელიც ბრუნო მარსთან ერთად ჩაწერა, "im into you" რომელიც ჯენიფერ ლოპესთან ერთად ჩაწერა, "Drop The World" და "No love" რომელიც ემინემთან ერთად ჩაწერა, და ა.შ.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]