დორეულების ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დორეულების ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დორეულების ჩრდილო-დასავლეთით, ადგილ გრძელნაკვეთზე. განეკუთვნება l-IV საუკუნეებს. 1968 წელს საძიებო გათხრები ჩაატარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ერწო-თიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). გამოვლინდა კერამიკული ნატეხები, ბრინჯაოს ნივთები, მძივები, აგრეთვე შინაური ცხოველების ძვლები. ძეგლი მთლიანად განადგურდა პლანტაჟის დროს. მოპოვებული მასალა ინახება არქელოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]