დორდრეხტი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
დორდრეხტი ნიდერლ. Dordrecht | |||||
| |||||
ქვეყანა | ნიდერლანდები | ||||
პროვინცია | სამხრეთი ჰოლანდია | ||||
კოორდინატები | 51°49′00″ ჩ. გ. 4°39′00″ ა. გ. / 51.81667° ჩ. გ. 4.65000° ა. გ. | ||||
მმართველი | Wouter Kolff | ||||
პირველი ხსენება | 1049 | ||||
ფართობი | 99,45 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 118 601 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 1 491 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 078 | ||||
საფოსტო ინდექსი | 3300–3329 | ||||
ოფიციალური საიტი | dordrecht.nl | ||||
დორდრეხტი (ნიდერლ. Dordrecht) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ნიდერლანდებში, სამხრეთ ჰოლანდიის პროვინციაში. 118 601 მცხოვრებით (2009), წარმოადგენს პროვინციის სიდიდით მეოთხე ქალაქს. დორდრეხტი დრეჩსტედენის უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქია, რომელიც ასევე მიეკუთვნება რანდსტადს — ნიდერლანდების მთავარ კონურბაციას. ამავე დროს, დორდრეხტი ჰოლანდიის რეგიონის უძველესი ქალაქია მდიდარი ისტორიითა და კულტურით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დორდრეხტი მდინარე თურის ნაპირებზე ჩამოყალიბდა, ტორფიანი ჭაობების შუაგულში. 1120 წელს გვხვდება პირველი მინიშნებები ქალაქის არსებობის შესახებ. 1220 წელს ჰოლანდიის გრაფმა მას ქალაქის სტატუსი მიანიჭა.
XII-XIII საუკუნეებში, სტრატეგიული მდებარეობის გამო დორდრეხტი მნიშვნელოვან საბაზრო ქალაქად იქცა. ძირითადად ვაჭრობდა ღვინით, მერქნითა და პურეულით.
1253 წელს ქალაქში ლათინური სკოლა დაარსდა, რომელიც გიმნაზიის სახით დღემდე არსებობს.
1421 წლის 17 აპრილს, წმინდა ელიზაბეთის წყალდიდობისას სამხრეთ ჰოლანდიის უდიდესი ნაწილი დაიტბორა, რის შედეგადაც დორდრეხტი კუნძულად იქცა. წყალდიდობას 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
XVIII საუკუნიდან დორდრეხტის მნიშვნელობა თანდათან დაეცა, რადგან რეგიონის მთავარი ქალაქი როტერდამი გახდა.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე დორდრეხტის ეკონომიკა ეფუძნება გემთმშენებლობას, ხე-ტყისა და ფოლადის ინდუსტრიას. ქალაქი ნიდერლანდებში სიდიდით მე-6 ნავსადგურს ფლობს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://dordrechtinbeeld.fotopic.net/ დაარქივებული 2006-05-04 საიტზე Wayback Machine.
- http://www.dordrecht.nl/ (official web site)
- http://www.dordt.nl/
- http://www.fastferry.nl/
- http://www.waterbus.nl/ – map[მკვდარი ბმული]
- http://www.geerts.com/dordrecht/dordrecht-history.htm დაარქივებული 2008-05-09 საიტზე Wayback Machine.