შინაარსზე გადასვლა

დოიჩე ოპერ ბერლინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოპერის თეატრის შენობა

დოიჩე ოპერ ბერლინი (გერმ. Deutsche Oper Berlin – გერმანიის ოპერა ბერლინი) — ოპერის თეატრი ბერლინში, გერმანია. აქ მდებარეობს ბერლინის საოპერო დასი და სახელმწიფო ბალეტი.

თეატრი შედარებით ახალგაზრდაა, შენობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აიგო. თუმცა თეატრის ისტორია გაცილებით ადრე იწყება და მოდის დოიჩეს ოპერნჰაუზიდან, რომელიც ხარლოტენბურგის უბანში ბისმარკშტრასეზე გაიხსნა 1912 წლის 7 ნოემბერს ბეთჰოვენის „ფიდელიოს“ შესრულებით, იგნაც ვაგჰალტერის დირიჟორობით.

1925 წელს მისი სახელი შეიცვალა „შტედტიშე ოპერ“-ით (საქალაქო საოპერო თეატრი). თუმცა იოზეფ გიობელსმა მას სახელი უკან დაუბრუნა და ისევ დოიჩეს ოპერნჰაუზი დაარქვა. 1935 წელს შენობის ინტერიერი განახლდა პაულ ბაუმგარტენის მიერ, რის გამოც მაყურებელთა ტევადობა შემცირდა 2300-დან 2098-მდე. შენობა 1943 წლის 23 ნოემბერს სრულიად განადგურდა.

ომის შემდეგ კომპანია ვესტენსის თეატრის შენობას იყენებდა სანამ 1961 წლის 24 სექტემბერს ახალ შენობაში გადავიდოდა. ახალი შენობა გაიხსნა მოცარტის დონ ჯიოვანის წარმოდგენით. ახალი შენობა ამჟამინდელი სახელით გაიხსნა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]