შინაარსზე გადასვლა

დოდო და კოტე ხიმშიაშვილების ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოდო და კოტე ხიმშიაშვილების ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
ისტორიული რაიონი ახალი კუკია
წინა სახელები იოსებ თუმანოვის ქუჩა, თუმანოვის I ქუჩა, იაზონის ქუჩა, ფეოდოროვის ქუჩა, ნესტორ კალანდარიშვილის ქუჩა, კოტე ხიმშიაშვილის ქუჩა

დოდო და კოტე ხიმშიაშვილების ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); არნოლდ ჩიქობავას ქუჩიდან ემილ ვერჰარნის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 60-იან წლებში. 1875 წელს დაერქვა ქალაქისთავის — იასონ (იაზონ) თუმანოვის (თუმანიშვილის) სახელი. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც თუმანოვის I ქუჩა, 1900 წელს იაზონის სახელი ეწოდა. ასეა დატანილი თბილისის 1934 წლის გეგმაზეც. XX საუკუნის 40-იან წლებში — ფეოდოროვის, 1957 წელს კი ნესტორ კალანდარიშვილის სახელი დაერქვა.[1] შემდგომში კოტე ხიმშიაშვილის სახელი ეწოდა, 2020 წლიდან კი დოდო და კოტე ხიმშიაშვილების ქუჩა ეწოდება.[2]

  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 96, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, კოტე ხიმშიაშვილის ქუჩისთვის დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელის მინიჭების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (15 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი, 2023