შინაარსზე გადასვლა

დირექტრისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დირექტრისა (ფრანგ. directrice < ლათ. directrix — „მიმმართველი“) — კონუსური კვეთის (ელიფსი, ჰიპერბოლა, პარაბოლა) სიბრტყეში მდებარე წრფე, რომელსაც შემდეგი თვისება აქვს: წირის ნებისმიერი წერტილიდან ფოკუსამდე და ამ წრფემდე მანძილთა ფარდობა არის მუდმივი სიდიდე, რომელიც ტოლია შესაბამისი წირის ექსცენტრისიტეტისა.