შინაარსზე გადასვლა

დირბის ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დირბის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის ტერიტორიაზე. თარიღდება გვიან ფეოდალური ხანით. მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა წითლად გამოწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, დიდი ზომის ქვევრის ფრაგმენტები და სხვა.