დიდყვავილა მაგნოლია
| დიდყვავილა მაგნოლია | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Magnolia grandiflora | ||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 193948 | ||||||||||||||
| ||||||||||||||
დიდყვავილა მაგნოლია (ლათ. Magnolia grandiflora) — მარადმწვანე, 30 მეტრი სიმაღლის ხეა, მძლავრი, ფართო პირამიდული ვარჯით. აქვს დიდი, თეთრი, სურნელოვანი ყვავილები. ნაყოფი გირჩისებრ ნაყოფედშია მოთავსებული. მოყვითალო ალისფერი თესლი ჩამოეკიდება ბუდიდან წვრილი ძაფებით. ხეზე ყვავილები ერთბაშად არ იშლება, არამედ თანდათან — მაისიდან დაწყებული შუა ოქტომბრამდე, ამიტომ ვარჯში ერთდროულად მხოლოდ რამდენიმე გაშლილი ყვავილი შეინიშნება.
სამშობლო: ჩრდილოეთ ამერიკა.
ხასიათდება სინათლისა და ტენისადმი საშუალო მოთხოვნილებით, ნიადაგს კი დიდ მოთხოვნოლებას უყენებს. აქვს მძლავრი ფესვთა სისტემა, რის გამოც ქარგამძლე ჯიშია. მერქანი რბილი, მსუბუქი და ელასტიურია, კარგია ფირფიცრების დასამზადებლა, ფოთოლი შეიცავს რუტანს, რომელსაც დიდი გამოყენება აქვს მედიცინაში. მრავლდება ფესვით, კალმით, მყნობით, ძირკვის ამონაყრით.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მამაცაშვილი თ., ,,სამკურნალო მცენარეთა ენციკლობედია, გამომცემლობა პალიტრა L,2022 წ., ISBN 978-9941-35-219-5 (ყველა ტომისთვის), ISBN 978-9941-35-263-8 (ტომი 2)
