დიდმაღალი
დიდმაღალი | |
---|---|
კოორდინატები: 41°50′35″ ჩ. გ. 42°48′06″ ა. გ. / 41.84306° ჩ. გ. 42.80167° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ბაღდათის მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2588 მ |
ქედი | მესხეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტი და მისი პიროკლასთოლითი |
დიდმაღალი — მთა საქართველოში, ბაღდადისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარე წაბლარისწყლის სათავეებში, ზეკარის უღელტეხილის დასავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 2588 მ. აგებულია შუაეოცენი ანდეზიტებით და მისი პიროკლასთოლითებით. კალთების ზემო ნაწილი შემოსილია ალპური, სუბალპური მდელოებითა და ლიხით, ქვემო — წიწვოვანი ტყეებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 424.