დიდაჭარის ჯამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
18:45, 30 ივლისი 2019-ის ვერსია, გიო ოქრო (განხილვა | წვლილი) (Luka shenko1994-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)

დიდაჭარის ჯამე — მეჩეთი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ საციხურში. თავდაპირველად იგი იყო სოფელ დიდაჭარის მეჩეთი. მიეკუთვნება XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისს.

ისტორია

რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში, აღნიშნული შენობა გადაწვა გენერალმა ოსტენ-საკენმა. მეორე შენობა კი 1814 წელს ააგეს და ის აჭარისწყლის ხეობის ზედა ნაწილის სოფლებისათვის იყო განკუთვნილი. თუმცა აღსანიშნავი ფაქტია, რომ იგი მალევე დაშალეს და გადაუნაწილეს სამ სოფელს, მათ შორის: პაქსაძეებს, ბაღლეთსა და დიდაჭარას.

1828 წელს დიდაჭარის ჯამე, ლაზმა ოსტატებმა მდიდრულად შეამკეს. ზემოთ აღნიშნული ჯამე, დიდაჭარაში 2002 წლამდე იდგა, შემდგომში კი ააშენეს ახალი შენობა და ძველი კი გადასცეს ამავე ხეობის ზედა ნაწილში მდებარე, სოფელ საციხურს.

ამჟამად შენობა, მნიშვნელოვნად განახლებულია, თუმცა შენარჩუნებული აქვს ძველი იერსახე და წარმოადგენს ლაზური ხეზე კვეთის ერთ-ერთ გამორჩეულ და უნიკალურ ნიმუშს.

აღსანიშნავია, რომ დიდაჭარის ჯამე გარდა იმისა, რომ 200 წელზე მეტი ხნისაა, უნიკალურია თავისი ჩუქურთმებით. განსაკუთრებით საყურადღებოა წნულები ჯამის კარზე. დიდაჭარის ჯამე საკმაოდ მასიური კაკლის ხისგანაა ნაგები.

დიდაჭარის ჯამეს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო