დემიან მარლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დემიან მარლი
ინგლ. Damian Marley
Junior Gong
Damian Marley 2011.jpg
მარლი 2011 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი დემიან რობერტ ნესტა მარლი
დაბ. თარიღი 21 ივლისი, 1978 (1978-07-21) (42 წლის)
დაბ. ადგილი კინგსტონი
ჟანრ(ებ)ი რეგი
საქმიანობა რეგის შემსრულებელი, რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, ჩანაწერის პროდიუსერი
ლეიბლ(ებ)ი Tuff Gong • Ghetto Youth • International • Motown • Republic
ასოციაციები SuperHeavyNasSkrillex • სტეფან მარლი • სკიფ მარლი
საიტი damianmarleymusic.com
დემიან მარლი ვიკისაწყობში

დემიან რობერტ ნესტა მარლი (დ. 1978 წლის 21 ივლისი) — იამაიკელი მომღერალი, რეპერი, რეგის შემსრულებელი, სიმღერების ავტორი და ჩანაწერის პროდიუსერი. დემიანი რეგის შემსრულებლის, ბობ მარლის უმცროსი შვილია.[1] დემიანს 2 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა; ის ბობ მარლის და სინდი ბრექსპიარის (მის მსოფლიო 1976) ერთადერთი შვილია. დემიანის ზედმეტსახელი „Junior Gong-ი“ მამამისის მეტსახელს „Tuff Gong-ს“ უკავშირდება. დემიან მარლი 13 წლის ასაკიდან აქტიურად მღერის.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული პერიოდი (1992–2004)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

13 წლის ასაკში მან მუსიკალური ჯგუფი, „Shephards-ი“ ჩამოაყალიბა, რომლის წევრებიც იყვნენ ფრედი მაკგრეგორის ქალიშვილი და ბენდ „Third World-ის“ ერთ ერთი წევრის შვილი. ჯგუფმა 1992 წლის „Reggae Sunsplash-ის“ ფესტივალი გახსნა.[2] ადრეულ 1990-იანებში ბენდი დაიშალა და დემიანმა სოლო კარიერა დაიწყო.[3]

„Tuff Gong-ის“, მამამისის ლეიბლის გავლენით 1996 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Mr. Marley“ (ქართ. მისტერ მარლი).[4]

მარლის მეორე ალბომი იყო „Halfway Tree“. ალბომის დასახელება უკავშირდება ფაქტს, რომ დედამისი „მდიდართა წრეს“ ეკუთვნოდა, მამამისი კი „ღარიბთა სამყაროს“. [5] ალბომი 2001 წლის 11 სექტემბერს გამოვიდა და წარდგინდა 2002 წლის გრემის დაჯილდოებაზე როგორც რეგის საუკეთესო ალბომი. ამ, ისევე როგორც პირველი ალბომის, თანაავტორი იყო დემიანის ძმა სტეფან მარლი.

Welcome to Jamrock (2005)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარლი 2007 წლის ივნისში

მარლის მესამე სტუდიური ალბომი „Welcome to Jamrock“ (ქართ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იამაიკაში) აშშ-ში 2005 წლის 12 სექტემბერს, გაერთიანებულ სამეფოში კი 13 სექტემბერს გამოვიდა. გამოსვლიდან პირველ კვირაში ალბომის 86 000 ასლი გაიყიდა;[6] მას შემდეგ კი, რაც გაყიდვებმა 500 000-ს გადააჭარბა, ალბომი ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ოქროს ალბომად აღიარეს.[7] დემიანის ნახევარძმა სტეფან მარლი ამ ალბომის ყველაზე ცნობილი სიმღერის „Welcome to Jamrock-ის“ პროდიუსერი და თანაავტორია. სიმღერის ტექსტი 20 წლით ადრე შექმნილი ინი კამოზეს სიმღერის ტექსტის ანალოგია[8] და ყურადღებას ამახვილებს იამაიკის პოლიტიკასა და კრიმინალურ მდგომარეობაზე.[6]

„Distant Relatives“ (2006–2010)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Nas და მარლი ველინგტონში, ახალი ზელანდია, 2011

2006 წელს დემიანმა სიმღერისთვის „Welcome to Jamrock“ მოიპოვა გრემი კატეგორიაში „საუკეთესო რეგის ალბომი“ და „საუკეთესო ურბანული/ალტერნატიული პერფორმანსი“. ის არის ერთადერთი იამაიკელი რეგის შემსრულებელი, რომელმაც ერთ ღამეში გრემის ორი ჯილდო მოიპოვა. ის ასევე ერთადერთი რეგის შემსრულებელია, რომელმაც „საუკეთესო ურბანული/ალტერნატიული პერფორმანსის“ კატეგრორიაში გაიმარჯვა.

გრემის 2009 წლის 51-ე დაჯილდოებაზე ნასირ ბინ ოლუ დარა ჯონსმა (Nas) MTV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დემიან მარლისთან ერთად ახალ ალბომს გამოუშვებდა.[9]

2010 წლის 17 მაისს დემიან მარლიმ Nas-თან თანამშრომლობით ახალი ალბომი, „Distant Relatives“ (ქართ. „შორეული ნათესავები“) გამოუშვა. ალბომის სათაური გამოხატავს არა მხოლოდ მომღერლების ნათესაურ კავშირს, არამედ გარკვეულ კავშირებს აფრიკელ წინაპრებთან, რაც მთელი ალბომის შთაგონების წყარო გახდა.[10] ამ მომღერლებმა პირველად ითანამშრომლეს სიმღერაში „road to Zion“, რომელიც ალბომ „Welcome to Jamrock-ის“ ნაწილია. ალბომი აერთიანებს ორ განსხვავებულ სტილს, მარლის დუბ-როკსა და Nas-ის სიტყვათა დინებას (ინგლ. flow). დემიანი და მისი ძმა სტეფანი, ალბომის ძირითადი ნაწილის პროდიუსერები არიან.[11]

ალბომი გამოსვლიდან პირველ კვირაში ამერიკის ბილბორდ 200-ის ჰიტ-აღლუმების მეხუთე ადგილზე გავიდა 57 000 ეგზემპლარის გაყიდვით.[12][12] ალბომი შევიდა ბილბორდის ჩარტების ციფრული ალბომების ოთხეულში,[13] და დაიკავა პირველი ადგილი R&B/ჰიპ-ჰოპ ალბომებს,[14] რეპ ალბომებსა[15]და რეგის ალბომების ჰიტ-აღლუმებში.[16] საერთაშორისო მასშტაბით ალბომმა ალბომთა ჰიტ-აღლუმებში იგივე წარმატებას მიაღწია.[17][18] „Distant Relatives-მა“ დაიკავა 33-ე ადგილი ავროპის 100 საუკეთესო ალბომში.[19] გაერთიანებულ სამეფოში ალბომთა ჰიტ-აღლუმებში დაიკავა 30-ე, ხოლო გაერთიანებული სამეფოს R&B ჰიტ-აღლუმებში მეოთხე ადგილი.[20][21] კანადაში ალბომი კანადური ჰიტ-აღლუმების საუკეთესო 9 ალბომში მოხვდა.[22] გერმანიაში გახდა GfK Entertainment-ის ჰიტ-აღლუმების 38-ე ადგილოსანი.[23]

ალბომის პირველი სიმღერა „As We Enter“ iTunes-ის მაღაზიაში ხელმისაწვდომია 2010 წლის 23 თებერვლიდან.[24] მისის საუკეთესო შედეგია ჰიპ-ჰოპ/რეპის ჰიტ-აღლუმების მე-10 და iTunes-ის მუსიკალური ჰიტ-აღლუმების 41-ე ადგილი. [25]

SuperHeavy (2011–2015)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Damian-Marley.jpg

ჯგუფ SuperHeavy-ის ჩამოყალიბება გასაიდუმლოებული იყო 2011 წლის მაისამდე.[26] მიკ ჯეგერმა, ინგლისელმა მუსიკოსმა და The Rolling Stones-ის მთავარმა ვოკალისტმა, ჯგუფის დაარსების შესახებ 2011 წლის 20 მაისს განაცხადა.[27] ჯგუფის ჩამოყალიბების იდეა ინგლისელ მომღერალ დევიდ სტიუარტს გაუჩნდა.[27] ბენდის სახელის შთაგონების წყარო გახდა მუჰამედ ალი. [28] ჯგუფმა საკუთარი მოსახელე ალბომის ჩაწერა 2009 წელს ლოს-ანჯელესის სტუდიაში დაიწყო. ჩაწერილი მუსიკების საერთო ხანგრძლივობამ 35 საათი შეადგინა, რადგან გადათეთრებამდე თითოეული მუსიკის ხანგრძლივობა საათზე მეტი იყო.[29] ალბომი გადაიხედა ჯიმ ჰენსონის სტუდიაში 2011 წლის 30 ივნისს. ბენდმა ჩაწერილიდან 8 სიმღერა შეასრულა.[30]

ალბომის სიმღერა „Miracle Worker“ iTunes-ის ონლაინ მაღაზიაში გამოჩნდა 2011 წლის 7 ივლისს და ალბომის მთავარ სიმღერად ითვლება.[31] ამ რეგის ჟანრის სიმღერას მარლი, სტოუნი და ჯეგერი ასრულებენ.[32][33] სიმღერამ გაერთიანებული სამეფოს ჰიტ-აღლუმებში 195-ე ადგილი დაიკავა.[34] მუსიკის ვიდეო YouTube-ზე 2011 წლის 12 აგვისტოს აიტვირთა. ვიდეოს რეჟისორი იყო „Paramount Pictures“.[35]

Stony Hill (2016–დღემდე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემიან მარლის მეოთხე სტუდიური ალბომი „Stony Hill“ (სტონი ჰილი იამაიკაში დაახლოებით 8000 კაციანი დასახლებაა) 2017 წლის ივლისში გამოვიდა. ალბომის პირველი სიმღერაა 2016 წლის „Nail Pon Cross“. გრემის მე-60 დაჯილდოებაზე ალბომმა საუკეთესო რეგის ალბომის ჯილდო მოიპოვა.

მუსიკალური სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარლის გამოსვლა (თარიღი უცნობია)

მარლი საკუთარ მუსიკალურ სტილს ასე აღწერს:

[ესაა] დანსჰელი და რეგი. შევამჩნიე... ხალხი ცდილობს მათ განცალკევებას. ესაა იამაიკის ძირითადი კულტურა. მე არ ვცდილობ რომ რაიმე ნიშნით დავალაგო ან განვაცალკევო ისინი.[36] [37]

ალბომი „Distant Relatives-ი“ შეიცავს ჰიპ-ჰოპისა და რეგის მუსიკალურ ელემენტებს, მარლი და Nas ამავე ალბომში აფრიკული მუსიკის ელემენტებსაც იყენებენ.[38]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ალბომის დეტალები ჰიტ-აღლუმების რეიტინგი სერტიფიკატები
აშშ აშშ
R&B
აშშ
რეპი
აშშ
რეგი
საფრ.
[39]
შვე.
[40]
დბ
[41]
1996 Mr. Marley
  • გამოვიდა: 9 სექტემბერი 1996
  • ლეიბლი: Tuff Gong
  • ფორმატი: CD, ციფრულად ჩამოტვირთვადი
2
2001 Halfway Tree
  • გამოვიდა: 11 სექტემბერი 2001
  • ლეიბლი: Universal Motown
  • ფორმატი: CD, ციფრულად ჩამოტვირთვადი
2
2005 Welcome to Jamrock
  • გამოვიდა: 13 სექტემბერი 2005
  • ლეიბლი: Universal
  • ფორმატი: CD, ციფრულად ჩამოტვირთვადი
7 4 3 1 188 34
2017 Stony Hill
  • გამოვიდა: 21 ივლისი 2017
  • ლეიბლი: Republic
  • ფორმატი: CD, ციფრულად ჩამოტვირთვადი
65
[43]
1
[44]
104
[45]
26 94

კოლაბორაციული რელიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ალბომის დეტალები ჰიტ-აღლუმების რეიტინგი სერტიფიკატები
აშშ აშშ
R&B
აშშ
რეპი
აშშ
რეგი
საფრ.
[39]
2010 Distant Relatives
(Nas-სთან ერთად)
  • გამოვიდა: 18 მაისი, 2010
  • ლეიბლი: Universal Republic
  • ფორმატი: CD
5 1 1 1 27
  • BPI: ვერცხლი
2011 SuperHeavy
(SuperHeavy-ის შემადგენლობაში)
  • გამოვიდა: 16 სექტემბერი, 2011
  • ლეიბლი: A&M
  • ფორმატი: CD
26
2013 Set Up Shop Vol. 1[46]
(სხვადასხვა შემსრულებლებთან ერთად)
  • გამოვიდა: 19 თებერვალი, 2013
  • ლეიბლი: Ghetto Youths International
  • ფორმატი: CD
2014 Set Up Shop Vol. 2[47]
(სხვადასხვა შემსრულებლებთან ერთად)
  • გამოვიდა: 23 დეკემბერ, 2014
  • ლეიბლი:Ghetto Youths international
  • ფორმატი: CD
2015 Set Up Shop Vol. 3[48]
(სხვადასხვა შემსრულებლებთან ერთად)
  • გამოვიდა: 22 დეკემბერი, 2015
  • ლეიბლი: Ghetto Youths International
  • ფორმატი: CD
„—“ ნიშნავს რომ ვერ მოხვდა ჩარტებში.

სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი ჰიტ-აღლუმების რეიტინგი სერტიფიკატები ალბომი
აშშ აშშ
R&B
აშშ
რეპი
აშშ
რეგი
დბ
[49]
2005 „Welcome to Jamrock“ 55 18 12 13 „Welcome to Jamrock“
„The Master Has Come Back“ 74
„Road to Zion“
(Nas-სთან ერთად)
57
2006 „Beautiful“ 39
„All Night“ 79
2007 „Now That You Got It“ 59 The Sweet Escape
2010 „As We Enter“
(Nas და დემიან მარლი)
116 18 16 39 „Distant Relatives“
2011 "Nah Mean"
(Nas and Damian Marley)
2011 „Set Up Shop“ Set Up Shop Vol. 1
2012 „Affairs of the Heart“
„Make It Bun Dem“
(Skrillex და დემიან მარლი)
106 87 58[50]
  • RIAA: პლატინა[51]
  • ARIA: ოქრო[52]
  • MC: ოქრო[53]
უალბომო
„Can't Keep Me Down“ Cypress X Rusko
2013 „Riot“ Full Frequency
2014 „Hard Work“[54] Set Up Shop Vol. 2
2016 „Nail Pon Cross“ Stony Hill
2017 „Medication“
„So Am I“ Beach House 3
2018 „Living It Up“ Stony Hill
"—" ნიშნავს, რომ ვერ მოხვდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bob Marley: All His Children & 9 Baby Mommas Archived 27 January 2015 საიტზე Wayback Machine. . FeelNumb.com (2011-07-26). Retrieved on 2016-05-03.
  2. Bush, Jon. Damian "Junior Gong" Marley biography. Rovi via MTV.com. Retrieved 3 March 2011.
  3. Moskowitz, David Vlado. Caribbean popular music: an encyclopedia of reggae. 2006. pg 188–189. Retrieved 11 May 2011
  4. Mills, Claude. Damian Marley: Conveying solid, conscious lyrics Archived 6 October 2012 საიტზე Wayback Machine. . Jamaica Gleaner. 2 January 2003. Retrieved 2 March 2011.
  5. Damian Jr. Gong Marley the Afiwi Interview. Afiwi.com (10 February 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 July 2011. ციტირების თარიღი: 13 July 2011.
  6. 6.0 6.1 Boyne, Ian. 'WELCOME TO JAMROCK' – A phenomenon Archived 6 October 2012 საიტზე Wayback Machine. . Jamaica Gleaner. 2 October 2005. Retrieved 2 March 2011.
  7. Evans, Teino. Grammy welcomes Jamrock – Jr. Gong speaks about his double victory Archived 13 July 2011 საიტზე Wayback Machine. . Jamaica Star. 10 February 2006. Retrieved 2 March 2011.
  8. Henry, Krista. Old beats, new hits Archived 13 July 2011 საიტზე Wayback Machine. . Jamaica Star. 15 December 2006.
  9. Reid, Shaheem. (9 February 2009) Nas Confirms Kelis' Pregnancy, Talks New Album. MTV News. ციტირების თარიღი: 8 April 2009.
  10. Brunstad, Svein. Nas and Damian "Jr. Gong" Marley are Distant Relatives (Interview) Archived 17 July 2011 საიტზე Wayback Machine. . URB. 19 April 2010. Retrieved 3 March 2011.
  11. Lemmon, Kyle. "Damian Marley, Nas: Distant Relatives" Archived 27 June 2010 საიტზე Wayback Machine. , Prefix, 12 May 2009. Retrieved 11 May 2011
  12. 12.0 12.1 Caulfield, Keith. 'Glee' Stops the Show at No. 1, Stones Come in Second On Billboard 200. Billboard. Retrieved on 26 May 2010.
  13. Digital Albums – Week of 5 June 2010. Billboard. Retrieved on 27 May 2010.
  14. R&B/Hip-Hop Albums – Week of 5 June 2010. Billboard. Retrieved on 27 May 2010.
  15. Rap Albums – Week of 5 June 2010. Billboard. Retrieved on 27 May 2010.
  16. Reggae Albums – Week of 5 June 2010. Billboard. Retrieved on 27 May 2010.
  17. Nas & Damian Marley – Distant Relatives. Ultratop. ციტირების თარიღი: 27 May 2010.
  18. Album Performance: Distant Relatives. acharts. Retrieved on 27 May 2010.
  19. European Albums – Week of 5 June 2010. Billboard. Retrieved on 27 May 2010.
  20. The Official UK Top 40 Albums Chart – 23 May 2010. BBC Online. Retrieved on 27 May 2010.
  21. UK Top 40 RnB Albums – 23 May 2010. BBC Online. Retrieved on 27 May 2010.
  22. Canadian Albums: Top Albums Chart. Billboard (2010-06-05). Retrieved on 2016-05-03.
  23. Album Top 50 KW 20 – Gültig ab 28.05.2010. MTV. Retrieved on 28 May 2010.
  24. Single Cover: Nas & Damian ‘Jr. Gong’ Marley – ‘As We Enter’. Rap-Up.
  25. The Official UK Top 40 Singles Chart – 23 May 2010. BBC Online. Retrieved on 27 May 2010.
  26. Mick Jagger Has Formed A Secret Supergroup!, perezhilton.com, 24 May 2011, http://perezhilton.com/2011-05-24-mick-jagger-has-formed-a-secret-supergroup. წაკითხვის თარიღი: 10 August 2011
  27. 27.0 27.1 Mick Jagger Forms Supergroup with Dave Stewart, Joss Stone and Damian Marley“, Rolling Stone, 20 May 2011. ციტირების თარიღი: 11 August 2011. 
  28. SuperHeavy has a strong Indian influence'“, 25 September 2011. ციტირების თარიღი: 19 October 2011. 
  29. Todd, Ben (6 July 2011), "So who's the star of your new band SuperHeavy, Sir Mick?", Daily Mail, http://www.dailymail.co.uk/tvshowbiz/article-2011666/Superheavy-Whos-star-Mick-Jaggers-new-band.html?ito=feeds-newsxml. წაკითხვის თარიღი: 8 July 2011
  30. Baltin, Steve. (1 July 2011) Mick Jagger and SuperHeavy Preview Album, Ponder Tour in Los Angeles. Spinner.com. ციტირების თარიღი: 3 July 2011.
  31. Miracle Worker – Single by SuperHeavy. iTunes Store UK. Apple Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 July 2011. ციტირების თარიღი: 15 August 2011.
  32. Winistorfer, Andrew. (8 July 2011) Super Heavy: "Miracle Worker". Prefix Magazine. ციტირების თარიღი: 10 August 2011.
  33. Wilkening, Matthew. (7 July 2011) SuperHeavy, 'Miracle Worker' – Song Review. Ultimate Classic Rock. ციტირების თარიღი: 10 August 2011.
  34. CHART: CLUK Update 27.08.2011 (wk33). The Zobbel Website. ციტირების თარიღი: 10 September 2011.
  35. SuperHeavy – Miracle Worker. YouTube (12 August 2011). ციტირების თარიღი: 12 August 2011.
  36. Henry, Krista. Music a means, a message TimeJamaica Gleaner. 22 December 2006. Retrieved 3 March 2011.
  37. ორიგინალი ტექსტი: ინგლ. "dancehall and reggae. I've noticed ... people trying to separate the two of them, It's Jamaican culture in general. I don't try to classify or separate."
  38. Vozick-Levinson, Simon. (22 April 2009) Nas and Damian Marley on their 'Distant Relatives' collaboration. Entertainment Weekly. Time. ციტირების თარიღი: 29 April 2009.
  39. 39.0 39.1 Damian Marley page. Lescharts.com. Retrieved on 2016-05-03.
  40. Damian Marley page. Hitparade.ch. Retrieved on 2017-08-02.
  41. Damian Jr Gong Marley | full Official Chart history. Official Charts Company. ციტირების თარიღი: 29 July 2017.
  42. Gold & Platinum: Damian Marley. Recording Industry Association of America. ციტირების თარიღი: 22 April 2016.
  43. Top 200 Albums. Billboard. ციტირების თარიღი: 29 January 2018.
  44. Reggae Music: Top Reggae Albums & Songs. Billboard. ციტირების თარიღი: 29 January 2018.
  45. Le Top de la semaine : Top Albums – SNEP (Week 30, 2017) French. Syndicat National de l'Édition Phonographique. ციტირების თარიღი: 1 August 2017.
  46. Damian Marley 2015 Catch A Fire Tour Schedule With Stephen Marley, Morgan Heritage & Tarrus Riley (14 May 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 June 2015. ციტირების თარიღი: 14 May 2015.
  47. Ghetto Youths International presents Set Up Shop, Vol. 2 by Various Artists on Apple Music.
  48. Ghetto Youths International Presents Set Up Shop, Vol. 3 by Various Artists on Apple Music.
  49. Damian Jr Gong Marley | full Official Chart history. Official Charts Company. ციტირების თარიღი: 29 July 2017.
  50. Tulisa scores fastest selling debut smash hit of 2012 with Young. Officialcharts.com. ციტირების თარიღი: 16 December 2012.
  51. Gold & Platinum: Damian Marley. Recording Industry Association of America. ციტირების თარიღი: 22 April 2016.
  52. ARIA Charts – Accreditations. Australian Recording Industry Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 July 2011. ციტირების თარიღი: 17 January 2013.
  53. Canadian certifications – Skrillex. Music Canada. ციტირების თარიღი: 21 January 2013.
  54. "Damian 'Jr Gong' Marley 'Works Hard' On Welcome To Jamrock Reggae Cruise", Jamaica Gleaner, 4 October 2014. Retrieved 4 October 2014