დელავერი (მდინარე)
იერსახე
დელავერი | |
---|---|
მდინარე დელავერი | |
ქვეყანა | აშშ |
ქალაქები | ისტონი, ტრენტონი, ფილადელფია, უილმინგტონი |
სიგრძე | 660 კმ |
აუზის ფართობი | 31,1 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
დელავერი ვიკისაწყობში |
დელავერი (ინგლ. Delaware River) — მდინარე აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე 660 კილომეტრი. აუზის ფართობი 31,1 ათასი კმ². სათავე აქვს კეტსკილის მთებში, კვეთს აპალაჩების ღერძულ ნაწილს, პიდმონტის პლატოსა და ატლანტისპირა დაბლობს. ერთვის ატლანტის ოკეანეს. შესართავთან აჩენს ესტუარს, რომლის სამხრეთ ნაწილს ეწოდება დელავერის ყურე. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. წყლის საშუალო ხარჯი ქალაქ ტრენტონთან 350 მ³/წმ, მაქს. — 9 ათასი მ³/წმ, მინ. — 35 მ³/წმ. სანაოსნოა ქალაქ ტრენტონამდე. მდინარის ნაპირზეა გაშენებული ქალაქები: ისტონი, ტრენტონი, ფილადელფია, უილმინგტონი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 451.