ბანგვეულუ
ბანგვეულუ | |
---|---|
ინგლ. Lake Bangweulu | |
კოორდინატები: 11°05′00″ ს. გ. 29°45′00″ ა. გ. / 11.08333° ს. გ. 29.75000° ა. გ. | |
მდებარეობა | ზამბია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1140 მ |
სიგრძე | 75 კმ |
სიგანე | 40 კმ |
ფართობი | 15 100 კმ² |
მოცულობა | 5 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 4 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 5 მ |
გამომდინარე მდინარე | ლუაპულა |
ბანგვეულუ (ინგლ. Lake Bangweulu) — დიდი წყალმეჩხერი ტბა ზამბიაში, უფრო ზუსტად, წყლის სისტემა, რომელიც აერთიანებს ბანგვეულუს ტბას, ბანგვეულუს ჭაობს და პლატოს ან ბანგვეულუს ჭალას[1]. წყლის სისტემა მდებარეობს მდინარე კონგოს ზედა დინებაში, ზღვის დონიდან 1140 მეტრ სიმაღლეზე.
ტბის როლი საკმაოდ დიდია ზამბიის ჩრდილოეთი პროვინციების ეკონომიკაში და ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაში.
ბანგვეულუს ტბას აქვს 75 კმ სიგრძე და 40 კმ-მდე სიგანე, ტბის მუდმივი ღია წყლის ზედაპირი დაახლოებით 3000 კმ²-ია, მაგრამ ფართობი ბევრჯერ იზრდება სანაპირე ჭაობების და მაისში წვიმების სეზონის ბოლოს ტბისპირა ვაკე ადგილების დატბორვის დროს. ტბის და ჭაობის საერთო ფართობი აღწევს 15 000 კმ²-ს. ტბის საშუალო სიღრმე სულ 4 მეტრია[2][3].
ბანგვეულუს სისტემა იკვებება დაახლოებით 17 მდინარის ხარჯზე, რომელთაგან ჩამბეში ყველაზე დიდია. ტბიდან გამოედინება მდინარე ლუაპულა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტბა ევროპელთაგან პირველმა აღმოაჩინა დეივიდ ლივინგსტონმა 1868 წელს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Camerapix: Spectrum Guide to Zambia. Camerapix International Publishing, Nairobi, 1996.
- ↑ Google Earth (http://earth.google.com) accessed 31 January 2007
- ↑ ILEC Data Summary: Lake Bangweulu. დაარქივებული 2007-09-30 საიტზე Wayback Machine. Website accessed 30 January 2007