ბაფუსამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ბაფუსამი
ფრანგ. Bafoussam
Place de l'hôtel de ville de Bafoussam.jpg
ქვეყანა კამერუნის დროშა კამერუნი
რეგიონი დასავლეთის რეგიონი
კოორდინატები 5°28′00″ ჩ. გ. 10°25′00″ ა. გ. / 5.46667° ჩ. გ. 10.41667° ა. გ. / 5.46667; 10.41667
ფართობი 402 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1521
მოსახლეობა 239 287 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC+1
ოფიციალური საიტი bafoussam.fr
ბაფუსამი — კამერუნი
ბაფუსამი

ბაფუსამი (ფრანგ. Bafoussam) — ქალაქი კამერუნის სამხრეთ-დასავლეთში. დასავლეთის რეგიონის და მიფის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2005 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 239 287 ადამიანს[1][2].

ქალაქი რომის კათოლიკური ეკლესიის ბაფუსამის ეპარქიის ცენტრია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს კამერუნის სამხრეთ-დასავლეთში, ბამბუტოს მასივის მთებში, ქვეყნის მსხვილი ქალაქისა და პორტისდუალის ჩრდილო-აღმოსავლეთით[3].

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაფუსამი ჯერ კიდევ ძველი დროიდან ადგილობრივი ბამილეკეს ხალხის სავაჭრო ცენტრია. მის ბაზრებზე იყიდება ქალაქის შემოგარენში მოყვანილი ყავა, ჩაი, თამბაქო, კაკალი ხეკოლა და ქინაქინის ხის (ლათ. Cínchona) ქერქი, რომლისგანაც შემდგომში ამზადებენ ქინაქინას[3]. ქალაქის შემოგარენში განვითარებულია მეფრინველეობა და მეღორეობა.

ქალაქში ასევე არსებობს მრეწველობის სამშენებლო და სატყეო დარგები. ფუნქციონირებს ბაფუსამის საერთაშორისო აეროპორტი[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის 2005 წლის აღწერა (geohive)
  2. მოსახლეობის 2005 წლის აღწერა (citypopulation)
  3. 3.0 3.1 Bafoussam. Britannica Online Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-07-30. წაკითხვის თარიღი: 2011-05-09.
  4. Bafoussam Airport profile. Aviation Safety Network. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-07-30. წაკითხვის თარიღი: 2011-05-09.