დავით წერეთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით წერეთელი
დაბ. თარიღი 17 (30) აპრილი 1905
დაბ. ადგილი ჯვარისა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 30 ივლისი 1976(1976-07-30) (71 წელი)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ
დასაფლავებულია თბილისი
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
Flag of Georgia (1918-1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია და ალპინიზმი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი

დავით ბესარიონის ძე წერეთელი (დ. ძველი სტილით [17 აპრილი], ახალი სტილით [1 მაისი], 1905, ჯვარისა, ონის მაზრა ― გ. 30 ივლისი, 1976, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში) — ქართველი გეოგრაფი და მთამსვლელი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1965).

1934 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგიის სპეციალობით. ამავე წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში გეოლოგიის განყოფილების უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1936-1942 წლებში განყოფილების გამგეა. 1942-1945 წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. დემობილიზაციის შემდეგ, 1946 წლიდან ისევ მუზეუმში განაგრძობს მუშაობას. 1951 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1947 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა მეოთხეული გეოლოგიის, გლაციოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის სალექციო კურსს. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1933-1934 წლებში პამირის 7000 მეტრიანი მწვერვალის დაპყრობისათვის სსრკ-ში ერთ პირველთაგანს მიენიჭა ალპინიზმის ოსტატის საპატიო წოდება. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით (1952), მრავალი მედლითა და სიგელით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]